kids.ge logo

გაზაფხულის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
თეთრი კაბა ჩაუცვამს
ლუბალს და ალუჩას,
ბულბულების გალობას
დასასრული არ უჩანს.
ყოჩივარდებს, ენძელებს
მოჩითავს მთა-ბარი,
მარტი გამოპრანჭულა,
გაქცელა ზამთარი.
თამუნია მინდორში
ას ეძებს ლურჯთვალას,
ანდრო ბიჭი დილიდან
პეპლებს ითვლის, უთვალავს.
ცისარტყელის ფერებმა
ყველა გახალისა,
გაზაფხულის სიმღერა
ჩვენს ეზოშიც გაისმა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ექიმი უნდა გავხდეო...ჯუნა დაარქვა თოჯინას, მთელი დღე მასაჟს უკეთებს, ექიმი უნდა გავხდეო, ბებოს რას ეტყვის უკეთესს. ჯერ დააძინა...ჩხუბისთავებიწაეჩხუბნენ ერთმანეთს ფისუნა და მურიკა, ფისუნია შეახტა უზარმაზარ ურიკას. დაედევნა მურია ფისუნია ყურცქვიტას...* * *თეთრი გოგრა ნიკას უყვარს, ჩურჩხელები - თამუნას, ბებოს ჯერ არ ამოევლო, უკვე შეახრამუნა. ზამთისათვის მოგროვ...პატარა მათემატიკოსიანგარიშობ მთელი დღე, სულ ციფრები, ციფრები, პასუხს ეძებ? ნუ დარდობ, დაიხმარე ჩხირები, ვაშლები და კაკლები, ...ნინომ შიშიწვიმის შხაპუნა წვეთები ეფერებიან ბაღებს, ნინო სარკმელთან დამდგარა, ფანჯარას ფრთხილად აღებს და შორს, მაღალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026