kids.ge logo

უნუგეშო ყოფნა

ფავორიტებში დამატება
ას, ბნელს ხევში მოსულსა,
დიდი ჭანდრები ჰფარავდა,
წადა დიდხანს სიცოცხლე,
წადილს აღარა ჰმალავდა:
ნაბებოდა, ჰკრთებოდა,
მზის სხივს ელოდა მაღლითა;
შეჰფოფინებდა სამყაროს
გაშტერებულის თვალითა,
მზის სხივი აკლდა, ელოდა,
მზე აღარ ამოდიდა,
ჩიქილად მისი სხივები
თავზე არ ეფინებოდა.
მოიკვნესა ჩაგრულმა,
გულმოკლულს ეტირნებოდა.
მზე ვეღარ აწვდენს სხივებსა
ბნელის ჯურღმულის წყვდიადსა,
ვერ უმთელებდა წყლულს გულსა
ფერგახუნებულს იასა.
ა სჭკნებოდა, კვდებოდა,
მიწასვე ებარებოდა.
გაღმა კი ყვავილთა გუნდი
სამოთხეს ედარებოდა;
მზე უხვად ნათელსა ჰფენდა,
ჯავრი არ ეკარებოდა;
ას სიკვდილი ამ დროსა
მით უფრო ემწარებოდა, -
ჰხედავს, რომ სხვანი ლხინობენ,
მას მიწა ეფარებოდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულო, რას დაჰღონებულხარგულო, რას დაჰღონებულხარ, რას იბურები ნისლითა? განა სულ ესრე ვიქნებით დაკრუნჩხვილები ყინვითა! ჩქარა ზაფხულ...ვიცანი, ღმერთო, სამყაროვიცანი, ღმერთო, სამყარო, - ეს შენი დანაბადები, - იმისი ავლა-დიდება და შიგ საგძალი ნადები; მბოჭავს, არ მათ...შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...წიწილაქორმა წიწილა წაიღო, იძახდა "წიავ-წიავსა!" წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა... ღვარი წავიდა სის...მთას ვიყავმთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ, თვალთ წინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026