kids.ge logo

მუშის ნატვრა

ფავორიტებში დამატება
ვისაც რა უნდა უყვარდეს,
სულ სხვაა ჩემი ტრფილი:
მიყვარს პირწმინდა ნამგალი,
მისი ყანაში ტრილი!..

თავი მოუკვდეს ზოგიერთს,
რომ იტაცებენ სხვისასა…
საწყალ კაცს ჯიბეს აჭრიან,
ურცხვად ივსებენ ქისასა.

ქორი ვარ, სხვას რომ მოვტაცო?
რად გავიშავო პირი მე?
გარს შემოვევლე ჩემს გუთანს!
ჩემი სახნისის ჭირიმე!

რად დავიბნელო სიხარბით
სამიწე წუთის თვალები?
ხერხსა, ხელეჩოს, სატეხსა,
ნაჯახ-ცულს ვენაცვალები!..

რაც ჩემი ურმის არ არის,
სახლში არ შემიტანია!
ღმერთმა მაშოროს, რაც ჩემის
ოფლით არ გამიბანია!

ბედს არ ვემდური, ღმერთს ვმადლობ!
თავი არ მომაქვს საკვეხნად,
თავდებად მაღლა ზეცა მყავს
და დედამიწა ამ ქვეყნად.

ვისაც ვინ უნდა უყვარდეს
სულ სხვაა ჩემი ტრფილი,
სანამდი მადლით დამყურებს
საშვილიშვილოდ ღვთის თვალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...პოეტიხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა! გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა. ნუ მკ...ხატის წინმიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი. მყუდროდ, ...ძმობა, ერთობა და სიყვარულიმთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული... ის იყოს კრული, ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს: “ძმობა, ერთობ...ახალი გზანუ იფიქრებ, დაგაყვედრო, შე მაცდურო ჩემო მუზა, იმისთვის, რომ შენის რჩევით ეკლიანი შემხვდა მე გზა! გმადლობ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026