kids.ge logo

რთველი

ფავორიტებში დამატება
რთველი არის ჭიკაანში,
გაჩაღეს მარულა,
ფოთლებიდან მტევნები,
გვიცქერიან მალულად.

ალმურ ასდით სიმწიფით,
კრეფას ვიწყებთ თავიდან,
ზოში კი თათარას,
თუხთუხებს მამიდა,

რთველი უკვე დაწყო,
დილით ადრე დგებიან,
მაყად რომ გვიცქერენ,
ის ყვარლისა მთებია.

ყველა გადი გამოდის,
მარნის კარი ჭრილებს,
და ყურძნით დატვირთული,
რემი დაჭრილებს.

მწიფე რქაწითელები,
სამწნახელში ქრებიან,
ჩექმებიან კაცები,
მტევნებს ეფერებიან.

მოდის ვაზის ნაჟური,
ღვინის ნაკადულადა,
ლეღვს ჩირებად აცმევენ და
მოდუღეს მურაბა.

ბაღში თითა ყურძნებსა,
შენც ეხები ხელითა,
ჭამა უკვე არ ძალგიძს,
ძღები მათი ცქერითა.

რომატი იფრქვევა,
გემრილი სუნები,
იქ თონიდან ბებიამ,
მოყარა პურები.

ჩურჩხელები წვეთავენ,
ახლად დავლებულები.

წალმის ცეცხლის მაყალი,
შამფურებზე მწვადები,
ჭიქა მაჭარიც შესვი,
გაქარვე დარდები.

შემოდგომამ მდიდარმა,
თვისი ხვავი დაჰყარა,
მზემ თავისი სხივები,
დასავლეთს გადახარა.
თხელ ჭიქებში შუშხუნებს,
მღერის ალადასტური,
შემოდგომის ზემის,
რთველი არის დასტური,

ხალისობენ ნაშრომნი,
თან ცეკვავენ, მღერიან,
კახელები რთველზედა,
შემოდგომით გველიან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უცნაური სიზმარიმძინარ თემოს სიზმრად, ესმა ბაგა ბუგი, საბანს,ლეიბს და ბალიშს, აეტეხათ ჩხუბი. თვითონ მოჩხუბართ შორის, იყო ...ზარებიბავშვებს სკოლისკენ უხმობენ, რეკენ ჟღრიალა ზარები, თავქუდმოგლეჯით გარბიან, ცელქები, აბეზარები. მიისწრაფვია...სერობანაბებო ზის და უცქერს შორეთს, დაზურვია მხრები წლებით, ხან, პაწიებს გამოჭვრეტს და ხანაც, გართულია თვლემით. შვ...მეოცნებე მფრინავიპეტიკოს ძლიერ ეამა, სიცხეში ხეთა ჩრდილები, გადაწყვიტა რომ იქ დაჯდეს, ისწავლოს გაკვეთილები. წიგნები სკამზე...ბრძენი კაციათებით და მზეებით, სულ გამევსო რვეული, ცხოველნიც შევისწავლე, შინაურ, გარეული, ასამდე თვლას რა უნდა? სამჯე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026