kids.ge logo

უცნაური სიზმარი

ფავორიტებში დამატება
მძინარ თემოს სიზმრად,
ესმა ბაგა ბუგი,
საბანს,ლეიბს და ბალიშს,
ტეხათ ჩხუბი.

თვითონ მოჩხუბართ შორის,
ყო გამშველებელი,
ერთურთს სცემდა, ყვიროდა,
მისი ქვესშაგებელი.

ლები გამოვიდა,
და სთქვა სიტყვა ქებული,
რბილად წევსო ჩემზეო,
პაწაწინა თემური.

მე ვარ მაინც მიზეზი,
მისი ტკბილი ძილისა,
მიტომ ეზარებაო,
მას ადგომა დილითა,

ამ სიტყვებზე აყვირდა,
წამოენთო საბანი,
გუგუნდა,- ჩემგვარი
მეგობარი სად არი?

მე ვარ ბავშვის მფარველი,
მზის სხივებით გამთბარი,
ტანსა ვეკვრი პატარას,
რომ არ შეუძვრეს ქარი.

თავი უნდა დავიღრჩო,
მომიტანეთ ბაწარი,
სახეზე მთლად გათეთრდა,
გაწიწმატდა ზეწარი,

მატყურა საბანო,
ცრუპენტელა ლებო,
ჩემს გარეშე თემუკოს,
დაძინებს დედიკო?

თეთრი ვარ და ქათქათა,
და მიხდება მაქმანი,
ქვე ვეგები პატარას,
არ ეტკინოს მას კანი.

ბალიში კი სიბრაზით,
გაბერა, ავარდა,
გაფხორა ფუმფულა,
და ბურთივით დავარდა,

მე ვარ, რაც ვარ ზეწარო,
ხოლო შენ კი ვინ ხარო?
თქვენზე მეტად მე ვცდილობ,
ტკბილი ძილი მივგვარო.

ბავშვი დიდხანს უცქერდა,
არ დამთავრდა დავა,
თემო მათი მოსმენით,
ძლიერ დაღალა.

გახილა თვალები,
მას უღიმის მზე,
მამალს უყივლია და
რის შუდღე.

ეხლა მიხვდა ბიჭუნა,
რატომ არის თბილად,
ტკბილად რატომ ეძინა,
თავი უდევს რბილად.

ქვეშსაგებსა მიმართა,
ნუ ბრაზობთ, ნუ გიჟდებით,
ყველა ძლიერ მინდიხართ,
და ძალიან მჭირდებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნატადედი, მითხარ ვერ გავიგე, ეკითხება დედას ნატა, რად არ იბანს ტუჩებს მყისვე, რძეს რომ დალევს ჩვენი კატა?...ირემიპირველკლასელის ოთახში, ჰკიდია ირმის სურათი, და მორიდებით ჰკითხულობს, პატარა ბიჭი ზურაბი. მითხარით ვეღარ გ...ბეკეკუნას სიზმარიბეკეკუნამ ბაღჩაში, სულ შესანსლა ნეკერი, გაიზურთა მუცელი და შეწყვიტა პეტელი. ვაზის ძირში წამოწვა, თვალიც მ...მაღვიძარა მამლაყინწადილით ყივის მამლაყინწა, ყელი სულ მთლად ჩაეხრინწა, ღობის წვერზე შემომჯდარი, მთავარსარდლის შესადარი, წამოდე...მგელი და კრავიერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა, დაკარგვია, თურმე, შვილი, პაწაწინა, აღუჩუნა, ჯერ კიდევ ახალშობილი. არ დავტოვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026