kids.ge logo

ქურდი ბეკო

ფავორიტებში დამატება

ყო და არა იყო რა,
რა იქნებოდა რა? -
ტყის პირს, სოფელში ცხოვრობდა,
ერთი პატარა თხა.

ჯიტი, ცელქი, ცუღლუტი,
მაღალ ღობეზე მხტომარე,
ბეზარი და კუნტრუშა,
და ვენახებში მძრომარე.

მოძრავი იყო ბეკეკა,
და გასაოცრად მარდი,
მაგრამ შრომა არ უყვარდა,
რაფრის ჰქონდა დარდი.

ბეკო უქნარა, ზარმაცი,
ციცქნა რქებით და კუდით,
ყველას ღობეებს უმტვრევდა,
ის საძაგელი ქურდი.

***

ჩვენი გმირი ერთხელ დღისით,
დაკარგა უღრან ტყეში,
ძებს ნიკა, - ვერ იპოვა,
ვერც ცოცხალი - ვერცა ლეში,

ბეკომ ბევრი იკუნტრუშა,
მიაღწია ტყის კიდეში,
და დაღლილსა ბუჩქის ძირას,
ჩაძინა სიგრილეში.

ცოტა ხანმაც გაიარა,
ჩამობნელდა - დადგა ღამე,
ბუმ დაწყო კივილი და
მოგორდა ცაზე მთვარე.
ბეკოს ძლიერ ეშინია,
ლანდება ყველგან მგელი,
ამ დროს ტანის რხევა-რხევით,
გამობაკუნდა ირემი.

ირმის გვერდით თვალი მოჰკრა,
როგორ დახტის ციცქნა შველი,
და იმედი ჩასახა,
ვედრებით თქვა -ვერ მიშველი?

შველი კარგად დააკვირდა,
წინ ამაყად გაუარა,
ეს შენა ხარ ბეკეკუნა,
ბოსტნის ქურდი და უქნარა?

გაგონა ეს ხმარი,
მოცუნცულდა მათთან ციყვი,
ფუ, -შე ქურდო, სალახანავ,
თავაზა ბეკოს წიხლი.

წავიდესო ეს თხა ტყიდან!
მთლად აკივლდა ხეზე ჭოტი,
უქნარები არ გვინდაო,
საცემრად მოსტეხა ტოტი.

ტურამ ჭოტსა ხმა აწყო,
შეძულეს „დაკარგული“,
მიხვდა ტყეში რატომ დარჩა,
ყველასაგან გარიყული,

ნანობს თავის უღირს ქცევებს,
რის ძლიერ დაბნელი,
სად წავიდეს, აღარ იცის,
გამალებით უცემს გული.

ფიქრობს: -იქნებ გვიან არის,
აღარა მაქვს მეტი შანსი?
თავს ძალა რომ დავატანო,
გამოვსწორდე ცოტა ხანში?!

თითქოს ფიქრი გაგოო,
ჭკუას უხმე! -ხავის ზღარბი,
კურდღელმა - არ იქურდოო,
ნუ იქნები ძმაო ხარბი.

სად იყო და სად არაო,
იქვე გაჩნდა ბრძენი მელა,
შეცოდა მტირალ ბეკო,
მოაგვარა საქმე ხელად,

წამო ჩემთან, - უნდა გითხრა,
ქურდი ვიყავ მეცო ძველად,
არ ვიპარავ წიწილებსო,
გამოვსწორდი- ჰფიცავს მელა.

თუმც ღამეა უკუნეთი,
უღრან ტყეში ძლიერ ბნელა,
გაგაცილებთ შენს სოფლამდე,
მე და ის ციცინათელა.

მიიყვანეს ბეკო შინ და,
სთქვა მადლობა გულმხურვალე,
წვერი უთრთის, სიხარულით
ცრემლი სდის და იწმენდს თვალებს,

***

დრო გავიდა-გამოსწორდა,
შრომამ ისე გატაცა,
ჩვენი ბეკო-თხის ამბავი,
მთელ სოფელმა ატაცა,

ბეკო დინჯად დადის ყველგან,
არ დახტის და არ ქოთქოთებს,
არ შორდება პატრონ ნიკას,
ღარ ამტვრევს არვის ღობეს,

ყველამ უკვე აპატივა,
გადაუსვეს თავზე ხელი,
ყოველ სისხამ დილით ხვდება,
საჩუქარად მწვანე ნეკერი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეკლიანი მეგობარიტყეში ახლოს ცხოვრობდნენ:თხუნელა და მაჩვი, მახრა,თაგვი, ბაყაყი,ზღარბუნია დაჩი. დაჩი ჯერ სულ ციცქნაა,სწრაფი...მოსწავლე წიწილებიერთხელ მამალსაც მოუნდა, რომ გახდეს მასწავლებელი, ყველა წიწილა შეკრიბოს და გახსნას სასწავლებელი. აღზარდოს ...ფისო და ლისიაშარშან ფისო გვაჩუქეს, პაწაწინა კატუნა, მაგიდაზე ხტუნია, ანცი, თვალებხატულა, დაკუნტრუშებს ეზოში, ეს ქვეყან...კატისა და თაგვთა შერიგებათაგუნების სოროში, ზეიმია ნამდვილი, დღეობა აქვს ცუნცულას, აუსრულეს წადილი, დაპატიჯეს ნაცნობნი, და სტუმრებს...სპილოზოოპარკში წავიდნენ, ნანა, გიგი, კახა, ნახეთ! -სპილო ბანაობს, კახამ დაინახა. უშამპუნოდ, უსაპნოდ?- ატიტინდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026