kids.ge logo

ფისო და ლისია

ფავორიტებში დამატება
შარშან ფისო გვაჩუქეს,
პაწაწინა კატუნა,
მაგიდაზე ხტუნია,
ანცი, თვალებხატულა,

დაკუნტრუშებს ეზოში,
ეს ქვეყანა მისია,
ლამბაქსა რომ ლოკავდა,
თავს წაადგა ლისია,

ლისია კუდის ქიცინით,
ჩვენი პატარა ლეკვუნა,
თეთრი,ფუმფულა, მყეფარა,
ცუგრუმელა და ცელქუნა.

მიახლოვდა, დაყნოსა,
გაგორდა ბალახ-ბულახში,
მიაუუუუ!-ფისო შეშინდა,
კანკალდა ულვაში.

ვინ მოგიყვანა ჩემს სახლში,
აქ რას აკეთებ კატაო?
ამ ჩემს ლამბაქთან რა გინდა,
მჭამელი მომემატაო?

რა ბატონო ფინიავ,
ეს ჩემი თეფში-სინია,
შენი კი,- აი ის არის,
შუზე გატეხილია.

ბა შეხედეთ!-თავხედი,
ეგ როგორ გამიბედაო?-
ძლიერ გაბრაზდა ლისიკო,-
ფისოს მოაწვა სევდაო.

ტირდა ჩვენი ციმპალი,
ცრემლით დანამა ბაღი,
კან იხევდა კრუტუნით,
როცა უღრენდა ძაღლი.

ლეკვუნას კნუტის ცრემლებმა,
ცებ მოულბეს გული,
და შეებრალა ფისუნა,
უწრიალდა სული,

დაუყვავა და დაყნოსა,
თათზე დადო თათი,
მას შემდეგ არ გამიგია,
ღრენა-კრუტუნი მათი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სოფიოს ზღარბებიმოდით უნდა მოგითხროთ, საოცარი ამბები გჯეროდეთ სიმართლეა არ გეგონოთ ზღაპრები. სოფოს ეზოს ბოლოში, ბინადრობე...სამურაბე ბალიბაღში ბალი დამწიფდა, ღურღუმელა შავუნა, ფოთლებს მიღმა უცქერენ, კუნწულები, მალულად, ჩასაკვრეხად უხმობენ, და...მოსწავლე წიწილებიერთხელ მამალსაც მოუნდა, რომ გახდეს მასწავლებელი, ყველა წიწილა შეკრიბოს და გახსნას სასწავლებელი. აღზარდოს ...უცოდინრობის წამალიდილით, მეზღაპრე გუდითა, თურმე, ესტუმრა ბავშვებსა, წიგნებიც მისცა ფუთითა, და კიდეც ათამაშებსა. მეზღაპრემ რ...დამნაშავე ბურთიბურთი აჩუქა მამიკომ, დააჯილდოვა ელდარი, ფეხბურთელი და სპორტსმენი, სხარტი,ძლიერი,მედგარი, ბიჭმა ბუცები ჩაი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026