kids.ge logo

ქალაქი და სოფელი

ფავორიტებში დამატება
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
სულ დაგვისველა ბაბთები,
სახლში შემოდი, ხათუნა,
შემოდი, ავად გახდები!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
სიმინდს დაულბო ფოჩები,
გადი, წვიმაში ირბინე,
ირბინე, ნანა, მორჩები!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
წვიმა მოვიდა მაგარი,
სახლში შემოდი, ხათუნა,
დადნები, როგორც შაქარი!
ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დააფრთხო მტრედის ხუნდები,
ნანა, გამოდი ეზოში,
გაგიკაჟდება კუნთები!
რისთვის მოსულხარ, ექიმო?
მეზობლებს რისთვის გვიფეთებ?
ნანას ექიმი რად უნდა,
წადი, ხათუნას მიხედე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გოჭებიდასდევს კუდში მურია ლანძღვითა და გინებით, მთელი ეზო დათხარეს პაწაწინა დინგებით. გუშინ დოქი გატეხეს, ჩაიპა...ქურდბაცაცა ბაჭიაამდენ მწვანე კომბოსტოს არც ჩიტი ჭამს, არც ჭია. ალბათ ისევ ეშმაკობს ქურდბაცაცა ბაჭია! მოვა, როცა ძილში ვარ...გაზაფხულო ლამაზოჩემო ჭრელო პეპლებო, ჩემო ლურჯო იებო, ჩემო ნუშის ხეებო, ჩემო ჩიტუნიებო. როდის აყვავილდებით, ატმებო და ვაშლ...ვარადავარადა, ბიჭო, ვარადა, უკვე აღარ ვარ ავადა, დედიკომ ძალით შემასვა წამლები მთელი კარადა. კენჭივით ბიჭი ვიზრ...არწივის ბრძანება #1სულით, ხორცით და ბუმბულით პოეტი იყო ბულბული. გადაეკიდა წეროო, ლექსი მე უნდა ვწეროო. ეს რომ გაიგო ვარდმაო,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026