kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება
გაზაფხული სურათია,
თვალწარმტაცი,მომხიბვლელი,
ბით და ენძელებით,
გადიჭედა მინდორ ველი,
ღიღილო და ვარდკაჭაჭა,
თავს უხრიან ერთურთს ნაზად,
მრავალფერა ყვავილები,
გეფინება ფიანდაზად.
აქ მერცხალი დაჭიკჭიკებს,
ბუდეს აგებს თანდათანა,
იქ ჭრელ პეპლებს ვარდის ირგვლივ,
გამართავთ განდაგანა.
გან და განი, გან და განი,
ფუტკრებმაც კი მისცეს ბანი,
ეს ფერხული, ჟრიმული,
კიდევ გასტანს დიდი ხანი?
ატმებსა და ტყემლის კვირტებს,
დაბერათ მსხვილი ცური,
ალმურ ასდით ბროწელებს,
კიდებათ სიყვარული,
ჯეჯილმა კი როგორც იქნა,
მოხეთქა მიწის გული,
და დაფარა თვის სიმწვანით,
ტრაქტორების სწორი ხნული.
თას ფერთა ჰარმონია,
ჩიტუნების მაჟორ გამა,
თუ გსმენიათ, ან გინახავთ,
ამ სურათის მსგავსი განა?
ნაკადულმა გადმოხეთქა,
დიდ მდინარედ გადაიქცა,
ცა გრგვინავს და ჯეჯილ ღელავს,
და გუგუნებს თავად მიწა.
მინდორ ველი გადაივსო,
თხფეხით და ფრინველ-მწერით,
ბალახებში დაფაჩუნებს,
მსუქანი და დიდი მწყერი.
მხირულად დაღიღინებს,
სამური სიო ნელი,
რძიან ბალახს ეტანება,
ქათამი თუ საქონელი.
მზე მაცდურად იღიმება,
და იმედით ჩქროლავს გული,
სეთია, სანატრელი,
საყვარელი გაზაფხული.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბრძენი კაციათებით და მზეებით, სულ გამევსო რვეული, ცხოველნიც შევისწავლე, შინაურ, გარეული, ასამდე თვლას რა უნდა? სამჯე...იხვის ჭუკიყვითელა ვარ, იხვის ჭუკი, ძლიერ მცხელა,ტანში მზარავს, არსად არის ამ ეზოში, ჩემთვის გუბე-აბაზანა?...მზე და მთვარე წაეკიდნენმზე და მთვარე წაეკიდნენ, არა მე და არა მეო, მზე ჰფიცავს,- დღე გავანათე, მთვარე ტირის,-მე ღამეო. ნეტავ რომ...მელას ფუჭი ოცნებაუღრან ტყეში ცუნცულებდა, მელაკუდა ძალზედ ფლიდი, ქურდბაცაცა, ფრინველების მოყვარული იყო იგი. დამშეული სოფლის...პეტიკო და ჯაგრისიპატარა პეტოს სკოლაში, აჩუქეს ციცქნა ჯაგრისი, კბილი რომ ჰქონდეს ჯანმრთელი, თეთრი, მაგარი,ვარგისი, ბიჭმა ონ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026