kids.ge logo

მეხანძრე სპილო

ფავორიტებში დამატება
გუდაც უკვე მობრძანდა,
რომ გიამბოთ ზღაპარი,
როგორ ცუდად მოიქცნენ,
დათო, ზვიო, ბაქარი.

ლაშქრობაზე წავიდნენ,
განვლეს დიდი მანძილი,
ტყეში ცეცხლი დაანთეს ,
და შეათბეს სადილი.

თურმე მთლად არ ჩამქრალა,
მიტოვეს ნაცარი,
ნიავმა დაბერა,-
ტყეში გაჩნდა ხანძარი.

ცეცხლის სუნი პირველად,
თურმე ტურამ გაგო,
და მთელი ტყე საბრალომ,
სულ კივილით აღო.

ქეთ ვეფხვი აზმუვლდა,
ვინ კივის?- მე ვუშველი,-
ბღავლებულ ფურ ირემს
მოსდევს პატარა შველი.

მეფე ლომსა ეახლნენ
კურდღლები და ზღარბები,
და ყურში უჩურჩულეს,
სამწუხარო ამბები.

მგელს ბოლი ჩაუყლაპავს,
ციყვმა ფეხი დაიწვა,
მეფე ლომო გვიშველე,
გევალება დაგვიცვა.

ტყეც ყვირის და ხმარობს,
ტოტებს იწვდის , ვით ხელებს,
არ დაგვტოვოთ ამ ცეცხლში,
მეგობრებო გვიშველეთ!

ნაძვი კვნესის, შიშისგან,
ცრემლი ჩამოსდენია,
ტყის თავზე კი ღრუბელი,
უკვე შავი ფერია.

ლომი წამომართა,
გასცა განკარგულება,
სირბილი, რომ არ იცის,
აქ არვინ მეგულება.

ჩქარა გამოაღვიძეთ,
თუ ვინმეა მძინარე,
ტყიდან სწრაფად გავიქცეთ,
აქვე არის მდინარე.

მერე წყალი მოვზიდოთ,
რასაც შევძლებთ პირით,
ვინაც ტყეს გადაარჩენს,
ის იქნება გმირი.

ყველა ტყიდან გამორბის,
დათვი, ზებრა, მელია,
ხანძარი რომ ჩააქრონ,
მეტისმეტად ძნელია.

ეს რა ჭირი გვეწვია,
რა დღე დადგა ავი,
ჩქარა ტყეს მივეშველოთ,
აკვარჩხავლდა ყვავი.

დამნაშავე დავსაჯოთ,
სად არიან ბიჭები?
რად დაანთეს აქ ცეცხლი?,
ჟივჟივდნენ ჩიტები.

ტყე რომ მართლა დაიწვეს?-
რა ვქნათ მამუნებმა?
გადახედეს ერთმანეთს,
გაფუჭდათ გუნება.

ჭიანჭველაც ფუსფუსებს,
რავის არ სცალია,
ცეცხლს წყალს ისიც აპკურებს,
დახტის სწრაფად კალია.

კისრები დაგრეხვიათ,
სირბილისგან ჟირაფებს,
დათხილი კენგურუ,
ჩანთითაც წყალს მიათრევს.

ეს ხომ ზღვაში წვეთია,
აღრიალდა აფთარი,
იწვის მშობლირი ტყე,
ვერ ჩააქვრეს ხანძარი.

ქეთ- იქით სირბილით,
უკვე ყველა დაოსდა,
სად იყო და სად არა,
ცებ სპილო გამოჩნდა.

მან კი დინჯად, ცხოველებს,
გადაავლო თვალი,
მდინარიდან ხორთუმით,
მოსვრიპა წყალი.

რის ერთი ამბავი,
თავში ცემა, ზარი,
ხმარისგან მიწასაც,
გადის ზანზარი.

მერე ჩვენი სპილუკა,
სწრაფად წაძუნძულდა,
უღრან ტყეს,რომ უშველოს,
მასაც ძლიერ უნდა.

ხორთუმი ზე ასწია,
გადმოუშვა წვიმა,
ცეცხლიც მყისვე მინავლდა,
ლომმაც გაღიმა.

ყველა მადლით შესცქერის,
მდაბლად უხრის თავს,
ხებიც კი მადლობას,
ტანენ თბილ ქარს.

და დგას სპილო ამაყად,
ნაძვებში გახიდული,
მართლაც დაიმსახურა,
გმირ - მეხანძრის ტიტული.

თავგანწირვით მებრძოლნი,
ცხოველნიც შემიქია.
დამნაშავეთ დასჯა კი,
მე თქვენთვის მომინდვია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამურაბე ბალიბაღში ბალი დამწიფდა, ღურღუმელა შავუნა, ფოთლებს მიღმა უცქერენ, კუნწულები, მალულად, ჩასაკვრეხად უხმობენ, და...მომჩივანი დათვითურმე, პატრულ- ბზიკს ურეკავს, ტყიდან პატარა დათვი: -პატრულო! კი მაქვს ბატონო, მე თქვენი დიდი ხათრი, მაგრა...ტანძიამიყვარს ეს ედემ აღები, ეს ჩემი ტკბილი ტანძია, ასეთი სამშობლოს ქონა, ყველასთვის დიდი განძია. დიდი გული აქვ...ბუნების ენარას ჭიკჭიკებს ის მერცხალი, რას ჟღურტულებს ნეტავ ,ნეტავ? ლამაზი და მყარი ბუდე, აივანზე გაიკეთა, ხუთი ბარტყ...ტკბილი - კბილი?ბელსა კბილი ასტკივდა, აწყევლინა თავ ბედი, თურმე ბევრი შეჭამა, თაფლი,ნუგა-კამფეტი. ტირის ჩვენი ბელუკა, სლუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026