kids.ge logo

ბაქია მამლაყინწა

ფავორიტებში დამატება
მოდის ჩვენი მეზღაპრე,
ჩუმად მოპარა,
სასწალი ამბავი,
ბავშვებს მოგვიტანა.

ცხრა მთას იქეთ ყოფილა,
და ცხრა ბარიც ნახა,
მოგვიყვება, ამ ქვეყნად,
თუ რა დაინახა.

ერთ ეზოში ცხოვრობდა,
თურმე ბევრი ფრინველი,
მათ შორის კი ამბავი,
მოხდა გასაკვირველი.

მაყად ზის ღობეზე,
მამლაყინწა „ჭიჭე“
ბაქიობს და ამცირებს,
ის ხვიჩილა ბიჭებს.

მე ყველაზე გამრჯე ვარ,
და არა ვარ ზარმაცი,
დედლებს ვიცავ, თქვენს შორის,
ვარ ყველაზე მამაცი.

თასფერი ბუმბული,
და ნამგალა კუდი,
სისხლისფერი ბიბილო
და წითელი ქუდი.

ვის გაქვთ აბა მითხარით,
ჩემისთანა დეზები?
ჩემს მომრევს თუ მოვნახავ,
მხოლოდ იმას ვეძმები.

ყიყლიყოო გაჰკივის,
კისერს გვერდზე იღერებს,
სთქვით ვინ გამეჯიბრება?
ჩემსავით ვინ იმღერებს?

დედლუყუნწა ქათმები,
მიცუნცულდნენ პანტურით,
დამოწმეს ნათქვამი,
მამალს თავის კანტურით.

ხვიჩილები გაბრაზდნენ,
რა გვაქვს მისგან ხერი?
მოდით ერთი ვაჩვენოთ,
ამ ბაქიას სერი.

მისივნენ, დაკორტნეს,
გაცალეს ბუმბული,
დალურჯეს ნაცემი,
ის ფერდები,მკერდ-გული.

მერე პირი გაღეს,
ჩააყლაპეს ერბო
ხმა ჩაწყდა ვერ ყივის,
ეს რა ბედი ერგო?

დედლები მოიწვია,
მერე ერთმა ხვიჩილამ,
ჭიჭე დარბის შიშველი,
ღარ ეყოთ სიცილად.

კისკისებენ დედლები,
დავიწყდათ კაკანი,
ეს რა ხდება ეზოში?-
რა მოხდა და სკანდალი.

დელუყუნწა „ჩიკორამ“,
შუა ჩააგდო მანდილი,
ხვიჩილები დაშალა,
მიტოვეს ქადილი.

მიძახეს, მატრაბაზ,
მამლაყინწა ჭიჭესო,
იქნებ ჭკუა ისწავლო,
ნუ ამცირებ ბიჭებსო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უნიჭო მუსიკოსებიმეზღაპრემ სთქვა, - ვიგვიანებ, ფეხით მოვვლე მთა-ბარიო, ბავშვებს უნდა მოვუტანო, სასაცილო ზღაპარიო. ჰოდა უკვ...სპილოზოოპარკში წავიდნენ, ნანა, გიგი, კახა, ნახეთ! -სპილო ბანაობს, კახამ დაინახა. უშამპუნოდ, უსაპნოდ?- ატიტინდა...სოფო და სოკომუხის ძირზე, ტყის კიდეში, ამოსულა ერთი სოკო, კალათით და წითელ ქუდით, მას წაადგა თავზე სოფო. დაიწუნა, არ მ...მეოცნებე მფრინავიპეტიკოს ძლიერ ეამა, სიცხეში ხეთა ჩრდილები, გადაწყვიტა რომ იქ დაჯდეს, ისწავლოს გაკვეთილები. წიგნები სკამზე...მავნებლებიფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ, მატლს დაუწყო დიდი დავა, ამ ჩემს ვაშლში რომ შეძვერი, ჩქარა გარეთ გამოძვერი! ეგ ვაშლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026