kids.ge logo

იუბილარი

ფავორიტებში დამატება

სამი წლის გახდა რეზიკო,
საქმე როდია ადვილი,
ვარსკვლავებს ეთამაშება,
ვარსკვლავბიჭუნა ნამდვილი.

ლექსიც ისწავლა, სიმღერაც,
ბურთსაც ფეხს ურტყამს კაცურად,
ჭუბერელია ბიჭი და
ქუდიც სვანური ახურავს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი თოფიბაბუმ მომიტანა გუშინ თოფი დიდი, ძლიერ გამიხარდა, ვმღერი, - ჰაი, გიდი! მონადირე მქვია, უნდა მოვკლა მგელი, ...რეზის საახალწლო ლექსირეზიმ მორთულ ნაძვის ხეზე ნათურები აანთო, მერე ბებოს საახალწლო სურვილებიც გაანდო: „თოვლის პაპა ახალ წელს ს...ჩხუბისთავებიწაეჩხუბნენ ერთმანეთს ფისუნა და მურიკა, ფისუნია შეახტა უზარმაზარ ურიკას. დაედევნა მურია ფისუნია ყურცქვიტას...პეპლებიჩემს თოჯინას კაბა შეუკერა დედამ, ნახეთ, ამ კაბაზე ხომ პეპლები სხედან? გადავწყვიტე ჩუმად ყველა დამეჭირა, ა...„დიპლომატი“აქ სანდრიკას მეძახიან, მოსკოვში კი - სანიას, გვარი კიდევ ორმაგი მაქვს, ყველას უკვირს ძალიან. მამაჩემი რუს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026