kids.ge logo

შე კუდმაკრატელა, შენა!..

ფავორიტებში დამატება
ბევრჯერ გადმოლახე ზღვები,
ან კი როგორ შეძელ ფრენა,
ე მაგ პაწაწინა ფრთებით,
შე კუდმაკრატელა, შენა?!
კვირტით და სიმწვანით სავსე
სევ მომიტანე სითბო,
რომ კვლავ შემოგისვა მხარზე,
ჩემო გაზაფხულის ჩიტო!
ქარებს ამარიდე აშარს,
ზამთრის დამანახე ბოლო.
მოდი, გელოდები, აქ ვარ,
კვლავ საქართველოში ვცხოვრობ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იასხვა არაფერი, ის მინდა, ფრთხილად შეგახო ტუჩები, როცა ნაზამთრალ მიწიდან ამოხვალ, ამოლურჯდები. მოვალ და გად...ზამთარიმოვიდა თეთრი ფიფქებით ზამთარი, მკაცრი გუნების. აფორიაქდნენ ჩიტები, უცემთ პაწია გულები. ჩიტებო, ალბათ, შეგ...თუთიყუშიგამიგიჟდა თუთიყუში, ცუდი სიტყვა მითხრა ყურში. გავბრაზდი და იმავ წამში გამოვკეტე გალიაში. დავუყვირე _ მითხ...წელო ახალო...ჩვენთან ხარ, წელო ახალო, დიდხან ველოდით ამ წუთებს. არც თოვლის მოსვლას მოგთხოვთ და არც ლამაზ-ლამაზ საჩუქრე...დათვის ბელო-დათვის ბელო სად მიდიხარ? საით ამ ტყის შვილო? -ვერა ხედავ, თოვლი მოდის, უნდა დავიძინო. ჩემ ბუნაგში მეც და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026