kids.ge logo

რ - ემეზი

ფავორიტებში დამატება

მინდა, მოგმართოთ გოგონებს,
გამრჯე, ხელმარჯვე პრანჭიებს,
ვინ სწავლობთ ქსოვას ჩხირებით,
სუყველამ ხელი ასწიეთ.

რადგან უკვე გაქვთ ძაფები
და მაკრატელი თავისი,
იქნება ფიქრობთ , თქვენსავით
ქსოვა არავინ არ იცის?!

ნუ აჩქარდებით, თუმცა კი,
დედიკო გიქებთ ნახელავს,
ჯერ გაცანით ეს ჩიტი,
რემეზი ჰქვია სახელად.

თურმე ჩიტებსაც ჰყოლიათ,
ქსოვის ნამდვილი ოსტატი,
მატყლისგან ბუდე მოქსოვა,
რემეზმა გასაცარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თ - ოხიტარაზამთარში თეთრი თოვლით რომ დაიფარება ფიჭვები და გუნდებს თოხიტარების დააფრთხობს გუნდი ბიჭების... ნაძვის წიწ...ჭ - ოტიჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო, კივის: „რატომ გათენდა?! მზე თვალებში მაჭყიტებს, მომაშორეთ აქედან!“ ჭანჭურიდან აჭყივ...ყ - ანჩაყანჩაზე უნდა მოგიყვეთ, აბა, მოსწიეთ ყურები! მოგზაუროდნენ ერთხელაც ბუნებისმოყვარულები. ჰოდა, ჩამოსხდნენ ტბ...ზ - არნაშოზაზა და ზურა ზაფხულში ზოოპარკში რომ მივიდნენ, ზარნაშო პირველად ნახეს, პეშვით უყრიდნენ სიმინდებს. ზაზა იძა...მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026