kids.ge logo

რეზის ლექსი

ფავორიტებში დამატება
გაზაფხული დადგაო,
აყვავილდა იო,
თვლა ვისწავლე ათამდე,
მიცნობთ? რეზი მქვიო...

ამ ლექსებს მასწავლიან,
მე კი დიდი ბიჭი ვარ,
ჩემით ვიცვამ ბოტასებს,
ბაღშიც ჩემით მივდივარ.

გოგობის საქმეა,
ყვავილები, ბაბთები,
მე ვაჟკაცი ვიქნები,
როცა დიდი გავხდები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რეზის საახალწლო ლექსირეზიმ მორთულ ნაძვის ხეზე ნათურები აანთო, მერე ბებოს საახალწლო სურვილებიც გაანდო: „თოვლის პაპა ახალ წელს ს...მოხერხებული ანდრიავარსკვლავებს ითვლის ანდრია, მთვარე არიგებს მაღლიდან: - სუყველას როგორ დაითვლი, ბევრნი არიან ძალიან. - ჰოდ...დათას ნაძვის ხედათა მთელ დღეს ნაძვის ხის მორთვითაა გართული, ხან ფიფქებით ხალისობს, ხან ფერადი ნათურით. ეხმარება დედიკოს ...ელვაელვა წამით ცისკიდურს გადაევლო ხაზებად, აგვიტირდა ნათია, ციცქნა, ცისფერთვალება: - ცა გაიჭრა ორად და ხომ არ...მხატვარიგუშინ ლუკა მთელი დღე ფისუნიას ხატავდა... მაგრამ იცით? - არც ფისოს და არც ყურშას არ ჰგავდა!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026