kids.ge logo

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

ფავორიტებში დამატება

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს.

მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი.

ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმოვნებს მათ გარეშე სიმღერა არ შეიძლიათ. სიმღერა კი არა, რაღაც უაზრობა გამოდის.

ხმოვნები ძალიან ცელქები არიან. ერთხელ თქვეს, მოდი, თანხმოვნებს სეირი ვუჩვენოთო. უთენია ადგნენ და ანბანის სასახლიდან გაიპარნენ.

დილა მოახლოვდა. მამალმა გაიფიქრა, მოდი, გავათენებო, მაგრამ ვერ დაიყივლა, ხმოვნები არსად იყვნენ. ისეთი ყივილი გამოუვიდა, შიშით გული კინაღამ თვითონვე გაუსკდა. აბა, რა ინებოდა, როცა მამალი კი არა, მმლ იყო.

ჩიტუნიამ გაიფიქრა, მოდი, დილას გალობით შემოვაბრძანებო, მაგრამ რა გალობა, რის გალობა... შიშით კინაღამ თვითონვე ჩამოვარდა ხიდან... აბა, რა იქნებოდა, როცა ჩიტუნა კი არა, ჩტნ იყო.

მზემ გაიფიქრა, დილას მე დავეხმარებიო, მაგრამ ადგილიდანაც ვერ დაიძრა, შიშით კინაღამ თვითონვე დაბნელდა. აბა, რა იქნებოდა, როცა მზ იყო და არა მზე.

თანხმოვნებმა იფიქრეს, მოდი, დილას ჩვენ ვუშველოთო, მაგრამ სიმღერა რომ სცადეს, შიშით კინაღამ თვითონვე აიღეს ხელი თანხმოვნობაზე. აბა, რა იქნებოდა, როცა თანხმოვნები კი არა, თნხმვნბ იყვნენ. სცადეთ, როგორი გამოსათქმელია. მე ვერ შევძელი.

დილა ცხარე ცრემლებით ატირდა. შიშით კინაღამ გული გაუსკდა. აბა, რა იქნებოდა, როცა მისგან მხოლოდ დლ დარჩენილიყო.

კიდევ კარგი, ხმოვნებს მობეზრდათ დამალობანას თამაში და გამოვიდნენ. მიხვდნენ, მათი მიზეზით რაც მოხდა და ძალიან შერცხვათ:

- გვაპატიეთ! ასე მეტად არასოდეს მოვიქცევით!

მამალმა სასწრაფოდ დაიყივლა, ჩიტუნამ სასწრაფოდ გალობა დაიწყო, მზე სასწრაფოდ ცაზე ამოცურდა, დილა სასწრაფოდ დადგა, ხმოვნები და თანხმოვნები სასწრაფოდ სიტყვების შედგენას შეუდგნენ...

აბა, რა იქნებოდა, - ერთმანეთთან მეგობრული თანხმობით ყველას ყველაფერი კარგად გამოსდის!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 5–11
ოპტიმალური ასაკი: 7–9

სხვა მოთხრობები

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბერაძე:


Kids.ge-ს რჩევები

შეიმუშავეთ დამამშვიდებელი შეხების გამოყენება

მსუბუქი მასაჟი ან სხვა დამამშვიდებელი შეხება შეიძლება დაეხმაროს ბავშვს დამშვიდებაში.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026