kids.ge logo

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ფავორიტებში დამატება

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული.

კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს.

ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს.

ზღარბი სოკოს იმარაგებს.

ჩიტუნა ბუდისკენ მიფრინავს,-ბარტყებისთვის საზრდოს ეზიდება.

კურდღელი  ბაჭიებს სირბილში ავარჯიშებს. 

ბუ ფუღუროს  ასუფთავებს.

მელია სოროს ალაგებს.

კუ ბაკანს  აპრიალებს.

ლოკოკინა თავის ნიჟარას  საღებავებით ფერად-ფერად ზოლებს ახატავს.

ჭიამაია ამინდის პროგნოზს ადგენს. 

კალია შეჯიბრებას აწყობს,-სიმაღლეზე ხტომაში.

ფუტკარი თავს დაბზუის ყვავილებს,-თაფლის დასამზადებლად ტკბილი წვენი რომ მოაგროვოს.

დათვი არსად ჩანს, სად არის ჩვენი დათუნია? ის რას აკეთებს?

აი, ვიპოვეთ! სკა უპოვია და ახლა მალულად ეპარება, გამრჯე ფუტკრებს თაფლი რომ მოპაროს.

-რას აკეთებ, დათუნა, რას! როგორ იქცევი!

შერცხვენილი აბურდღუნდა დათვურად... ქურდსა და უსაქმურს  თვალები სულ აცაბაცა გაურბის... 

-რას ვაკეთებ... როგორ ვიქცევი...-მგონი, არ იცის, რა მიპასუხოს.

თქვენ აუხსენით, ბავშვებო, სწორად იქცევა თუ არა დათუნია. რატომ? 

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 4–8
ოპტიმალური ასაკი: 5–7

სხვა მოთხრობები

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბერძენიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ იდეების გენერირება

დაეხმარეთ ბავშვს, მოიფიქროს რაც შეიძლება მეტი იდეა პრობლემის გადასაჭრელად, მაშინაც კი, თუ ისინი თავიდან აბსურდულად ჩანს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026