kids.ge logo

ნატვრა აუსრულდა

ფავორიტებში დამატება

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია.

მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალებდნენ. აფრიანი ნავები აღმა-დაღმა დასეირნობდნენ. ასეთ გასეირნებაზე ხეც ოცნებობდა, სევდიანად ფიქრობდა:

- ეს ოცნება არასოდეს ამისრულდება! წაქცეული ხე ოცნებას როგორ შეისრულებს!

ხე ერთმა კაცმა იპოვა და მეგობრების დახმარებით სახლში წაიღო.

- დღეიდან ზღვასაც ვერ ვნახავ, -გაიფიქრა ხემ და თვალები მაგრად დახუჭა, -ამ კაცს ალბათ შეშად ვჭირდები.

კაცი ხეს თავს დასტრიალებდა, უკაკუნებდა, ჭრიდა, თლიდა:

- ნეტავ, რა უნდა? -ფიქრობდა გაკვირვებული ხე.

ერთხელ დიდი სატვირთო მანქანით სადღაც წაიღეს. ნუთუ, წყალში ჩაუშვეს! ხემ ზღვის სურნელი იგრძნო და თვალები გაახილა.

ეს სასწაული იყო! ის ზღვაში მიცურავდა! გვერდით პატარა გემმა ჩაუარა და საყვირით მიესალმა. თავზე თოლიებმა გადაუფრინეს. მისმა პატრონმა წყალს ნიჩბები მაგრად მოუსვა... ხე წყალზე მსუბუქად გასრიალდა...

მიხვდა, რომ ნატვრა აუსრულდა! მოჭრილი ხე კი არა, უკვე ნავი იყო!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 5–9
ოპტიმალური ასაკი: 6–8

სხვა მოთხრობები

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: თოდრია:


Kids.ge-ს რჩევები

სეზონური პროდუქტები

მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული. ისინი უფრო მეტ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს და უფრო გემრიელია.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026