kids.ge logo

ვინ შეჭამა შოკოლადის ქალაქი

ფავორიტებში დამატება

ამ პატარა გოგონას სახელად შორენა ჰქვია, მაგრამ შოკოლადი ისე უყვარს, რომ ყველა შოკოს ეძახის. დედა არიგებს,  ბევრი შოკოლადის ჭამა მავნებელიაო, მაგრამ შოკო თავისას არ იშლის.

დაბადების დღეზე შოკოს საგანგებო საჩუქარი მიართვეს,-შოკოლადის პატარა ქალაქი,- ისეთი ლამაზი, შესაჭმელად ვერც გაიმეტებდით. დედას ჯერ სუფრა არ  გაეშალა, შოკოლადის ქალაქიდან კი მარტო  შუქნიშანი დარჩა. შოკო თურმე სამზარეულოში შეპარულიყო... 

ეს შუქნიშანი იმიტომ გადარჩა, რომ შოკოს უცებ მუცელი საშინლად ასტკივდა. შეშინებულმა დედამ ექიმი გამოიძახა.

-აბა, მომიყევით, დღეს შოკომ რა მიირთვა?- იკითხა შალვა ექიმმა. ყველას შოკოს ხუმარა ძამიკომ,-ლაშამ დაასწრო:

-შოკომ დღეს მთელი ქალაქი შესანსლა, -შოკოლადის ქუჩები და სახლები, მოედნები შადრევნებით, შავი და თეთრი შოკოლადის მანქანები, ჰო მართლა, მშვიდობის ქანდაკებაც ზედ მიაყოლა....

შერცხვენილი შოკო საბანქვეშ შეიმალა. შალვა ექიმის ხმა იქაც კარგად ესმოდა. ისიც არიგებდა, ბევრი შოკოლადის ჭამა მავნებელიაო. 

-იმდენი შოკოლადი ვჭამე, მთელი სიცოცხლე მეყოფა,-საბნიდან გამოიჭყიტა შოკომ,-გპირდებით, დღეიდან   არც კი გავეკარები...

გახარებულმა ლაშამ შოკოლადის შუქნიშანი პირისკენ გააქანა. შოკომ წამსვე გადაიძრო საბანი:

-მსუნაგო! ეგ შუქნიშანი ჩემია!

ყველას გაეცინა. 

-ფიქრი არ მაქვს შოკოს მადის... მაინც უყვარს შოკოლადი!-მხიარულად შესძახა ლაშამ.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბაღაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

შექმენით ყოველდღიური განრიგი

დაეხმარეთ ბავშვს, შექმნას ყოველდღიური განრიგი, რომელიც მოიცავს სწავლას, თამაშს, დასვენებას და სხვა აქტივობებს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026