kids.ge logo

დედის სიყვარულის ძალა

ფავორიტებში დამატება

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ.

უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლის პატარა ტერასაზე ბეღურას ბარტყი ჩამოვარდნილიყო! წვიმა მთელი ძალით ასხამდა. ბავშვებმა ბარტყი სასწრაფოდ შინ შეიყვანეს. პაწია შიშისგან ძაგძაგებდა, ჭყლოპინებდა.

უცებ დებმა ფანჯრის მინაზე კაკუნი გაიგონეს. დედა ბეღურა ყოფილიყო! ჩიტუნა საცოდავად გასწიოდა, ფანჯარას არ შორდებოდა, შუშას ფრთებს ახლიდა. გოგონებს იგი ძალიან შეეცოდათ.

- ბარტყი დედას უნდა დავუბრუნოთ! -თქვა ნიამ, -წვიმამაც გადაიღო.

ბავშვებმა ბარტყი ტერასაზე გაიყვანეს და ძირს დასვეს. ჩიტუნები მაინც შიშით ჟივჟივებდნენ.

- რა უნდათ? -იკითხა ნიამ.

- შინ შევიდეთ, ბეღურას ჩვენი ეშინია, -უთხრა თაიამ.

როცა ტერასაზე ისევ გამოვიდნენ, ჩიტუნები არსად ჩანდნენ. გოგონებს გაუკვირდათ: როგორ შეძლო სუსტმა ბეღურამ ბარტყის წაყვანა? იქნებ მას ძალა სიყვარულმა შემატა? იქნებ შვილი ფრთებზე შეისვა? იქნებ სასწრაფოდ ასწავლა ფრენა?

- აი, რა შეძლებია დედის სიყვარულს! -ჩურჩულებდნენ გაოცებული გოგონები.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 5–10
ოპტიმალური ასაკი: 7–9

სხვა მოთხრობები

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დიასამიძე:


Kids.ge-ს რჩევები

შეზღუდეთ სწრაფი კვების პროდუქტების მოხმარება

შეზღუდეთ სწრაფი კვების პროდუქტების მოხმარება.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026