kids.ge logo

ჰყავს

ფავორიტებში დამატება

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“

ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ.

რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ.

ეს სიტყვა ცხოველებსაც და ფრინველებსაც ადამიანებივით უყვართ?

იმათაც ხომ ჰყავთ ერთმანეთი?

ადამიანს ჰყავს შვილი.

ლომს ჰყავს ბოკვერი,

დათვს ჰყავს ბელი,

ჩვენს მურას ლეკვი ჰყავს.

ჩვენი ჭრელა კატა კნავის, მე კნუტი მყავსო.

ღორს გოჭი ჰყავს.

ცხენს-კვიცი,

ძროხას-ხბო.

ქათამს-წიწილა.

მერცხალს -ბარტყი.

ხანდახან დედა სიყვარულით მეც ბარტყს მეძახის.

- ბარტყი კი არა, მართვეა! მართვე! -ამაყად ამბობს მამა.

ჰო, მართლა, მართვე არწივს ჰყავს.

მტრედს ჰყავს ხუნდი.

თურმე ყვავს თავისი ბახალა ყველაზე უკეთესი ჰგონია.

ბეღურასაც მოსიყვარულე გული ჰქონია, რადგან პატარა ბარტყი ჰყავს.

ოჰო! „ჰყავს“ მართლა ყველაზე კარგი სიტყვა ყოფილა!

გვყავს, ანუ მარტო არა ვართ დედამიწაზე.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 5–9
ოპტიმალური ასაკი: 6–8

სხვა მოთხრობები

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

ზღაპარი ჯოხზე, რომელსაც საკუთარი თავი უსარგებლო ეგონა

ჯოხს მობეზრდა ხეხილის ბაღში, ბალახებში უსაქმოდ ყოფნა და მწარედ ატირდა: - რამდენი ხანია, აქ უსაქმოდ ვიმყოფები, უკვე აღარავის ვჭირდები! როცა ხის ტოტი ვიყავი, სიც...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ნინოშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ თამაში

წაახალისეთ როლური თამაშები, კონსტრუქციული თამაშები და სხვა სახის თამაშები, რომლებიც ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026