kids.ge logo

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება:

- მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მასწავლებელმა დაგვავალა...

- ეს შენ დაგავალა, ცარო, -გაიცინა მამამ, -ჰოდა, თვითონვე დახატე...

- ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, არ ვიცი, შემოდგომის ფერები რომელია...

- კარგი, დაგეხმარები. ეს რა არის?

- ეს წაბლია.

- რა ფერისაა?

- ყავისფერი.

- კაკალი?

- კაკალი წაბლისფერია, -გაიცინა ცარომ.

მამამ სახატავ ფურცელზე ნაირ-ნაირი ხილი დახატა.

- ფერები ჩამოთვალე, ცარო, -ეს ვაშლი რა ფერისაა?

- ეს ვაშლი წითელია, ეს ვაშლი-ყვითელი, ეს მსხალი მწვანეა, ეს კიდევ ოქროსფერი, ქლიავი-ლურჯია, კომში კი -ყვითელი, ატამი ვარდისფერი, ყურძენი-ქარვისფერი, ეს ბროწეულია, - ხასხასა ალისფერი... ეს დიდი გოგრაა! რა ფერის? ჩალისფერი!

ცარო აკისკისდა. შემოდგომის ფერები ლექსივით ჩავარაკრაკეო.

- უკვე ვიცი, მამიკო! შემოდგომა თურმე ნაირ-ნაირ ფერისაა!

გახარებული ციყვუნია შემოდგომის სურათის ხატვას შეუდგა.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 4–10
ოპტიმალური ასაკი: 6–8

სხვა მოთხრობები

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

ზღაპარი ჯოხზე, რომელსაც საკუთარი თავი უსარგებლო ეგონა

ჯოხს მობეზრდა ხეხილის ბაღში, ბალახებში უსაქმოდ ყოფნა და მწარედ ატირდა: - რამდენი ხანია, აქ უსაქმოდ ვიმყოფები, უკვე აღარავის ვჭირდები! როცა ხის ტოტი ვიყავი, სიც...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ნინოშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ კონფლიქტის მოგვარება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს კონფლიქტების მოგვარება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026