kids.ge logo

1795 წლის სახსოვრად

ფავორიტებში დამატება
გერ ამოდგა აჩრდილი,
აკლდამის კარი გაღო;
რა ფრიად შეწუხებულა,
ხელში ფრანგული აიღო…
მოჰგვარეს ლურჯი ტაჭი,
ნალმა ძგრილი გაღო.
თვალთაგან ცრემლ-დანადენსა
სისხლი უცინის მკლავზედა,
მაინც არ ტყდება მოხუცი,
ხელი უვლია ხმალზედა;
გასცქერის ტფილისისაკენ,
აღშფოთებული ძალზედა;
იწვება ჩვენი ქალაქი,
ლი შემჯდარა ალზედა.
იქ მიშველება სწადიან,
თავს ესხმის გუნდი მტერისა;
უხმობს იმერთ და ამერთა,
ვისაც თავი აქვს შველისა.
მოუვლენ არაგველები, -
გულ-გადალევით ელისა.
სადა ჰყავს შავარდნის გუნდი,
ვაჟკაცნი ლომის ფერანი?
ტახტი დაუწვეს მეფესა,
ქვეყანა ქმნილა ვერანი.
სრულ სისხლით გადაბასრულან
მწვანე ივერთა ველანი.
ფარფაშობს აღა-მაჰმადი,
თამაშობს იმის მერანი.
სადაა ქართველთ ბიჭები,
ვით გასძლონ ამის მზერანი?
- ვაჰმე, სადა და სადღაა,
კრწანისზე გასწყდენ ყველანი.
უხმობს, უწოდებს მხედართა…
დადუმებულან ენანი…
თამარს და ვახტანგს მიართვეს
ტანზედ წყლულების თმენანი.
ვაჰ, რომ მათ შთამაბას
დაგვეხშო ყურთა სმენანი:
სისხლის დაღვრასთან სწორად გვაჩნს
ქაღალდს ნათითხნი მელანი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაკური-გვიამბე, ელიზბარაო, რა ამბავ მოხდა ეღოსა? როგორ დაეცნენ ლეკები ბაკურის ციხე-ეზოსა? -არ მინდა, ძველი დარდ...ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტსმშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო, ქართლისა წყლულთა მოზარე, მშვიდობა, სულო ძლიერო, თავის სამშობლოს მოყვარე!.. ...კიდევაც ვნახავ გაზაფხულსკიდევაც ვნახავ გაზაფხულს, ყელმოღერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს, იმის სიტურფეს ღვთიანსა, ამწვა...ისევ შენ, ისევ, ქალაოისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები - დამიტირია. მაღლისა მთისა წ...სიტყვა ეულისიტყვა გადვაგდე ერშია, სიტყვა, რა სიტყვა? - ეული, ტანჯულის გულის ნაცრემლი, ვარმით ნაკვები, სნეული, გულ-გა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026