kids.ge logo

სიზმარი

ფავორიტებში დამატება
ერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, -
ქართველ ქალთა ვნახე კრება;
გეფიცებით, მისი ნახვა
ახლაც ისევ მენატრება!

ტახტზე იჯდა თამარ მეფე,
მომხიბლავი, ეშხინი!..
მარცხნით უდგა თინათინი,
მარჯვნით - ნესტან-დარეჯანი.

გარს ეხვიენ სხვა ქალებიც,
როგორც მთვარეს ვარსკვლავთ კრება,
ცალ-ცალკე და ყველა ერთად,
სიცოცხლე და ნეტარება!..

შემოვიდა რუსთაველი,
ის სულმნათი და მგოსანი,
ხელში ეპყრა მოწიწებით
მისი “ვეფხის-ტყაოსანი”.

თაყვანი სცა სწორუპოვარს,
მის წინ მუხლი მოიყარა…
გაღიმა ტახტზე მჯდომმა
და ცრემლები გადმოღვარა!..

მზის ჭიტის დარი იყო
უცნარი ის ღიმილი
და თვით გრძნობის ორჭოფობაც
ცრემლში იყო ჩალესილი:

მასაც მგოსნის თანაგრძნობა
გულში ედვა, როგორც ქალსა,
მაგრამ უნდა დაჭირა
თავი, როგორც დედოფალსა!

ბრძანა: “გმადლობ, ვერ გადვიხდი,
როგორც მეფე, დღეს შენს ვალსა, -
უკვდავების მოსახვეჭად
მიგაპირებ მომავალსა!..”

მიუბრუნდა მერე იქ მდგომ
ნესტანსა და თინათინსა:
“თქვენ გილოცავთ ამქვეყნიურ
სიყვარულს და შვება-ლხინსა:

გიანდერძებთ საქმროდ ყველას
ტარიელს და ავთანდილსა,
რომ ქართველი ქართველ გმირად
გამოზრდიდეს შვილიშვილსა!”

ეს რომ ბრძანა, ნათელ სვეტად
გადმოეშვა ცისარტყელა:
ტაცა შუქმა შუქი
და მას გაჰყვა თანვე ყველა!

მე კი დავრჩი… შემეშინდა!..
მიმოვავლე გარს თვალები
და რა ვნახე იმათ ნაცვლად?!..
სხვა ხალხი და სხვა ქალები!..

არც თამარი, არც თინათინ,
ღარც ნესტან-დარეჯანი!…
ღარც ერთს არ ეტყობოდა
ქართველობის რამ ნიშანი!..

გული დამწყდა!… გამეღვიძა,
ნაღვლინად გამეცინა!..
ვთქვი: “ნეტავი არ მენახა,
საკუნოდ დამეძინა!..”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...ხატის წინმიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი. მყუდროდ, ...ჭაღარაის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა. გული არ იშლის...ჩემო თავო, ბედი არ გიწერიაჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო...იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026