kids.ge logo

შეჯიბრება საღორიის ტყეში

ფავორიტებში დამატება
კვირკობ-მარიობის თვეში
საღორიის უღრან ტყეში,
ნადირთ შორის გამართა
პირველობა ჭამა-სმაში.
იმ შეჯიბრზე თავად გახლდით,
თქვენი ტოლი ვიყავ მაშინ,
დაახვავეს სალაფავი,
სასმელი და საყლაპავი,
მოაქვთ გოდრით,
მოაქვთ ურმით:
ყველი,
პური,
ხაჭაპური,
თაფლი - კასრით,
ღვინო - ჭურით,
ვაშლი,
მსხალი,
ხეჭეჭური,
გოგრა,
ნესვი,
კარტოფილი,
წაბლი,
გობზე დაწყობილი.
გამოვიდნენ ფალავნები
ზოგი ძალით,
ზოგი ნებით,
გადმოთელეს სტადინი,
გადმოთელეს გაზონები,
და ღორები ვიდრე გვერდზე
ვირებს მუცლებს აზომებდნენ,
ცებ ჩართეს წამმზომები.
ერთი, ორი,
ერთი, ორი,
თავს დაცხრა საჭმელს ქორი.
რომ გავარდა უცებ ყვავი,
ყვავი სვავის ნათესავი,
ყვავს ფეხდაფეხ მიჰყვა სვავი,
დათვმა კასრში ჩარგო თავი.
განაბული ყველა ელის,
გამარჯვებს შმაგი მგელი.
მაგრამ, ვაგლახ, შეცდა ყველა,
მგელს გაუსწრო წამით მელამ.
ტურამ დანთქა ყველა ჭური,
ბაჭიბი მოკვდნენ შურით.
ვაშლის ხარბი
დარბის ზღარბი,
თავის არჩივს
ძებს მაჩვი.
ერთი, ორი,
ერთი, ორი,
ძლივს მოგლიჯეს საჭმელს
ჯორი.
ვირს დაადგა გასაჭირი,
- მიშველეთო, - ყვირის ვირი.
ვერ აჯობებთ ვერვინ, ვერა,
საჭმელს ძერა
დაეძგერა.
სტადიონზე გრგვინავს ტაში,
ცხენს გაუსკდა ჭამით ფაშვი.
გაბერილი უმი ნიყვით
გაათრიეს გვერდზე ციყვი.
თხა ძროხას და ირემს შველის,
გულწასული გაჰყავთ შველი.
გაუზრდელი, ბრიყვი, ანცი
არვის აცლის
შავი ვაცი,
ცინის და წვერს ივარცხნის,
ბა, განი,
ბა, განი,
გაჰყავთ ვაცი
ხულიგანი.
ერთი, ორი,
ერთი, ორი,
გაინაბა სტადინი.
ჟრუანტელი უვლის ტანში.
ბა, ტაში,
ჩქარა ტაში,
მეცხრე კასრი მიაქვს ყბაში.
გამარჯვების დასცხეთ მარში,
ერთი, ორი,
არ ჰყავს სწორი,
ჩემპინი გახდა ღორი.
სე ყველა ნადირს გზები
მოუჭრა და მოცელა
და იმ დღიდან დაწესეს
ეს ტიტულიც - ღორმუცელა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სტუმარ-მასპინძელიაბა დელია-დელია, ყვავმა იშოვა ყველია, პატარა ლხინი მოაწყო, მოიპატიჟა მელია. მართალი არის, მელია ლოთი და ღ...მამუკაგადაიგრიხა მამუკამ სიმინდის ფოჩის ულვაში, თოფისწამალი ჩაყარა თავის ხელთოფას ლულაში, ჯოხის მერანზე გადაჯდა...დათუნიას მოსაწვევი ბარათისათაფლიას უსიერში ყველას, ყველას გელით, ხვალ ჯვარს იწერს ჩემი ბიჭი, საამაყო ბელი. ფიჭვნარში მაქვს გამართუ...ძმური სამსახურიგამიწიე, მურია, ძმური სამსახურია, ჩემს მაგივრად შეჭამე კარაქი და პურია. და თუ ხვალაც შენ შეჭამ ჩემს მაწონ...ავადმყოფიდღეს სულ მოწყენილი ვარ, ხასიათი წამიხდა, იცით, ჩემი თოჯინა ძლიერ ავად გამიხდა. ხმას არ იღებს სრულებით, არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026