kids.ge logo

ქებათა-ქება

ფავორიტებში დამატება
სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ პირად ბედნირებით
და ნეტარებას მიმრავალკეცებს
მიდამო მისის მშვენირებით.

ვიშ ამ საღამოს,
მშვიდსა, სამოს,
ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!..
რა უცნარად,
მაღლით ცირად
სამოთხისაკენ იტაცებს გულსა,

რომ სადუმლო,
სასიქადულო,
კაცსაც ბუნების შეტყობინოს
და, სადაც ჭკუ
სცდება და სტყუა,
იქ მარტო მხოლოდ გულს აგრძნობინოს!

ჰა, ვგრძნობ მეცა,
რომ არის ზეცა,
აღვსილი რაღაც ძალით საგზნობით,
და ეს ქვეყანა,
ყოვლგნით ყველგანა,
თავს უხრის შემქმნელს მადლით საგრძნობით!

დახეთ ამ მთვარეს,
სხივმომფინარეს,
თითქოს ტკბილ სევდით ივსებსო გულსა!..
მოკაშკაშენი,
მოთამაშენი,
ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა.

ძალთა დიდება,
შექმნათა ქება,
არს სადუმლო მათი ვედრება.
ქვეყნით ბუნება
ბანს ეუბნება
და ეს ბანია “ქებათა-ქება”.

ყვავილთა ენა -
არს სუნნელთ ფშვენა,
საგალობელად აღმა კმელი,
წყალთა ჩქრილი,
ფოთოლთ შრილი,
ბალახთ ბიბინი რაღაც გრძნელი,

ბუნების მაყრულს,
საქორწილოდ სრულს,
კავშირება, ზე ემატება, -
და ახლა მეც ვგრძნობ,
სადუმლოდ ვცნობ,
რომ არის კაცში ღვთისა ხატება!..

რამ ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა
ეს სადუმლო, ღვთირი ძალა?..
დამის ცოდვით მკრთალი ბუნება
ძლევამოსილად გარდამიცვალა?! -

შენ, სიყვარულო, ცისა და ქვეყნის
კავშირო და თან შუმავალო!
შენ, რომლის ერთ წამს, იმ სანეტაროს,
მზა ვარ, სიცოცხლე მთლად ვანაცვალო!..

შენ, ვისაც უგნურთ უმეტესობა
ვერ გიგრძნობს, ვერც გცნობს, მხოლოდ ცილს გწამებს,
და შენ მაგიერ შენის სახელით
ის აღირებს პირუტყვულ წამებს!

შენ და მხოლოდ შენ, ცირო ნიჭო,
გამოუთქმელო კაცთა ენითა...
შენგან მგოსანი ფრთებშესხმული ვარ
და მონავარდე აღმაფრენითა,

რომ მეც, გედივით, სიკვდილის წინეთ
უცნაურ ჰანგზე ჩავიხმატკბილო...
ცხო წმინდა სიმებს ციურ მალამოდ
და ვსთქვა გალობა საშვილიშვილო.

მე მას ვუგალობ, ვისაც განგებამ
მშვენირება უსხივცისკარა!...
ვინც ვარდს ელფერი, იას სინაზე
და ბულბულს ენა ერთად მოჰპარა!..

ის არის ჩემი ტკბილი სიზმარი
და მომხიბლავი მძლავრი ოცნება...
სიყვარული რომ ტახტად უდგია,
ეგვირგვინება პატიოსნება!..

როცა ჭაბუკი გამოუცდელი
მას თაყვანს ვცემდი თავდადებულად,
ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს,
მაში შენათხზ-შეერთებულად;

და, საამქვეყნოდ გულგრილ მოხუცი,
დღესაც თაყვანს-ვცემ, როგორც პირველად,
თითქო ჭაბუკი ვიყო მე ახლა
და ვყოფილიყო მოხუცი ძველად!..

სხვებმა სვან ღვინო!.. მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ მეტის სიხარულითა!..
მატა სოფელს მშვენირება
ჩემს თვალში მისის სიყვარულითა!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...ახალი გზანუ იფიქრებ, დაგაყვედრო, შე მაცდურო ჩემო მუზა, იმისთვის, რომ შენის რჩევით ეკლიანი შემხვდა მე გზა! გმადლობ ...მინდა რამ ვთქვამინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა? ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა...ვაჟა-ფშაველასენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ...ჩემო თავო, ბედი არ გიწერიაჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026