kids.ge logo

ობოლი

ფავორიტებში დამატება
დედის ტკბილი რძის ჭირიმე!
ძუძუებს ვენაცვალები!!
ვინც მათი გემო არ იცის,
ახველი აქვს თვალები.

ხელში ჩამიგდო ობოლი
კუდურმა დედინაცვალმა.
დამწყევლა ენაბოროტმა,
გამღალა მისმა მე თვალმა…

ღარც ვიზრდები, არც ვკვდები,
შევკვნესი სხვისა კერასა,
დედის სახელსაც ვერ ვამხელ,
ვაი ჩემს ბედისწერასა!..

დედას ვეძახი - “მამასა”,
ვეძახი მამას - “პაპასა”;
არც ერთი პასუხს არ მაძლევს
და იმან გამაკაპასა.

ოჰ, რა ძნელია ობლობა
და უძნელესი - გერობა!
დედინაცვალის დედობა,
მისი მოყვრული მტერობა!!.

დედის რძე თაფლი ყოფილა
და დედინაცვლის - ნაღველა:
დავლიე - ყელზე დამადგა,
ძირმწარედ წამომახველა!..

სევ დედის რძის ჭირიმე,
ძუძუებს ვენაცვალები!
ოცნებით მაინც შევეტკბო,
სიცხადით განაწყალები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედის სიმღერაცხრა თვეს მუცლით გატარებდი, “ვაით” გშობე, “უით” გზარდე, და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ უფრო დედას რომ უყვა...სიზმარიერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, - ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით, მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება! ტახ...გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...რუსთველის სურათზესულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026