kids.ge logo

საქართველოს გაზაფხული

1864; ჟურნალი ცისკარი #4

ფავორიტებში დამატება
ნიმფნი რხევით სეირნობენ
ასფოდელსა დარაზმულნი;
ყვავილთ სწყვეტენ, ნაზათ სტრფობენ,
ყნოსვენ სუნთა სიხარულნი.

ნორჩებზედა გაზაფხული,
დასწრწის სუფთად ხან დაზმული,
დააკვდებათ შეკონილი
მღელვართ სიოთ სიყვარულნი.

ფირ მდელოს მოფინვის
სიმითა შეეხვევის,
იქ ფოთლებში მოიბზინვის
შარავანდი მხირული.

კარგნი ჩიტნი ჭიკჭიკობენ,
ხმის წყაროთი მოეხმობენ.
წვრილად, წყნარად გულთ იდნობენ
სურვილითა შესაშქრულნი.

მუზნი ეთერთ ცეცხლთ ისვრიან,
საწყალთ ამურთ გულს აყრიან,
სულს შეწირვით კვლად შესტრფიან,
ტრფილებით გაბასრულნი.

ცა, ქვეყანა, სულირი,
გაზაფხულსა შეხარვის,
ამ დროს რომე კაციც ბერი
მოკვდეს, ვფიცავ, ცოდო არის.

თ. ალ. ვახ. ძე ჯ. ორბელინი.
1824 წელსა

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაიათითვალნო ველსა ვინახე? იგი სიდგან ვინახე! რომ რაღაც სულსა მოსცა უკვდავებად ვინახე, თავსა დავგმობ რიდედა, მა...უეცარი შეხვედრაშეხვდნენ ჭვრეტად ქალ-ყმათ თვალნი, ორთავ ეცათ ტრფობის ძალნი. თქვეს მათ: გული გვეუბნება, ერთმანეთი გვეკუთვნ...რუსთაველ!ყოვლის ზეციურის მადლით გაბრწყინვებულო, და ანგელოზებრ წმინდად ამომსუნთქმელო. ნეტავი მითხრან, ანუ ზეცითგანა...შორიდგანსოფელმან მიმაგდო ყარიბობასა, გარნა სახე შენი ვით ვცე თმობასა? სავანედ გულს ვიმყოფ შენად სამკვიდროდ, ვისულ...მშვენიერას ქართველასახ, თუალის ჩინო, შენ ჩუენო ქალო, ქალო ქართუელავ, ეშხის ანთებავ, დაანთე აგრე სურვილი, მნათო, სიყუარულისა გ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026