kids.ge logo

დავით გურამიშვილის ხსოვნას

ფავორიტებში დამატება
შენ ჩემო წინამორბედო,
უძვირფასესო პაპაო!
შენს აჩრდილს ვეამბორები,
ლექსიც რამ დამიჩხაპაო.
ნეტავ, რას მემუდარები,
მე რა გიამბო აბაო,
ნამდვილო მამულიშვილო,
სამშობლოს ეკლის მკაფაო?!
პოტად ვიხსენიბი,
თუმცა ხარი ვარ ლაბაო;
ჩემისთანები ბაგებზე
სი, ათასი აბაო.
ტანფეხშიშველი დავდივარ,
ცოლს არ მიცვია კაბაო;
შენის ცრემლებით მოვხარშე
ჩემის გრძნობების ფაფაო,
ამგვარი საჭმლის კეთებას
დიდი სდომნია ჯაფაო;
გავუღე სული და გული,
როდის ხანია ვყლაპაო,
გათავები გამოდგა,
არც დამკარგვია მადაო.
ვიცი, არ გამიჯავრდები
და არცა მკითხავ: რადაო?
მას აქეთ ჩონგურს ვაჟღერებ,
თანაც ლექსებსა ვჩმახაო.
ჩუმ-ჩუმად კიდეცა ვტირი,
რა დაგიმალო, - მნახაო!
იქნება მადლობელიც ხარ,
იქნება არა მძრახაო?!
მიშველეთ შენ და შოთამა,
მგოსნობა გამიძრახაო,
გული დადნა და დანავლდა,
მიხმება, მშრება ხახაო.
დაჩოქილი ვარ თქვენს წინა,
ვით ერთი ვინმე გლახაო;
მიშველეთ, მომავლებინეთ,
ლელო რაც დამისახაო.
მაშინ თქვენს ნათელს სახეებს
მეც პირნათლადა ვნახაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...გლეხის სიმღერააბა, შავხედნოთ ქვეყანას: ძირს ვაკე, მაღლა მთებია; ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიიუვალი გზებია. რამდე...გაზაფხულიმე რომ ტირილი მეწადოს, თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა? ერთი იცინის, სხვა სტირის: ესეთი არის ქვეყანა. ვისაც ა...აკაკის საიუბილეოდმშობელი ქვეყნის მოზარევ, უნდა გიმღერო მთურადა. იმავ ჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ?...ვინ არის კაცი?კაცი ის არის, ცხოვრება ვინც გაატარა ჭამაში და კაცის დანიშნულება მხოლოდა ჰპოვა ამაში. კაცი ის არის, ვინაცა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026