kids.ge logo

სიმღერა

ფავორიტებში დამატება
პირველად რომ ფეხი დადგი,
გზა იწყება
იმ ველითა.
პირველად რომ ამოსულხარ,
ის მთა არის პირველი მთა...
პირველად რომ ფეხი ჩადგი,
ზღვა იწყება
იმ ღელითა...
შენ ტირილით დაბადე,
დედა გზრდიდა სიმღერითა...
მამულს უნდა უბულბულო,
რომ გაჩუქა,
იმ ღერითა...
მშობელსაც და სამშობლოსაც
შვილი ატკბობს სიმღერითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026