kids.ge logo

ხმა სამარიდამ

ფავორიტებში დამატება
ხმალი გალესე, ძმობილო,
მტერი გადმოდგა მთაზედა;
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დაგვეცემიან თავზედა;
გალესე, ისე გალესე,
პირს იკიდებდეს თმაზედა;
მადლია, კიდევ ეღირსოს
გორდას მტრის სისხლი ფხაზედა!
გერ მოდიან წყეულნი
წყობრად, უშიშრად გზაზედა.
საცაა, თოფი იჭექებს,
კვამლი შაჯდება კვამლზედა…
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დას ატირებენ ძმაზედა!..
გალესე, კარგად გალესე,
არ ილედეს ძვალზედა.
უფლის კურთხევა ანთი
სამშობლოს მცველის ფარზედა…
თამარ-დედოფლის ნაკოცნი
ბეჭდად უსვია ხმალზედა.
მხნედ იყავ, ძმაო, ნუ ჰკრთები,
ნეტავ ყოყმანობ რაზედა?
ერთხელ სჯობია სიკვდილი
შავს ყოფნას ქვეყანაზედა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დამისხი, დამალევინეჭაბუკობაში ვყვიროდი. როცა მოვცადე სოფელი, ჩემს უსირცხვობას ვკვირობდი. ნუ მისხამ, აღარ მესმევა კახურის ვაზ...არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ...რამ გაგაჩინა, ქალაორამ გაგაჩინა, ქალაო, ლერწმად აჭრილო წელშია? ნეტავი, ხელით შემახო, შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია! რომ დავიხო...გაზაფხულიკიდევ ვეღირსე გაზაფხულს, ციდამ მანანის დენასა; ბუნების გამოღვიძებას, ფრინველთ საამო სტვენასა, - გუშინ მეგ...ის კი არ არის ბიჭობაის კი არ არის ბიჭობა, რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავადა ჰვარგობდე. არც ის მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026