kids.ge logo

სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

ფავორიტებში დამატება
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
რა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
რავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
რავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენირია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: „ვინ ვის?“ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
რავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
რავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ (ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის): ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ...მეტეხის კლდეში სწერიამეტეხის კლდეში სწერია ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე: _ რა უფრო მშვენიერია: დიაცი _ უბემჩინარე, თმადათოვლილი მო...კაცური კაცის ცხოვრებაკაცური კაცის ცხოვრება, გზა, წიგნი სისხლით ნაფერი, ხელახლა აიწონება, ხელახლა სუყველაფერი! მედროვის ყალბი დ...შემოდგომა(შემოკლებით) უხარია შემოდგომა ყველას, დიდს თუ პატარას, იმიტომ, რომ კაკლებს ბერტყენ, ადუღებენ თათარას. იმი...ვერაფერი გამიგია...ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება; ყველაფერი წამიგია - მეგობრები მაკლდება. ბრაუნინგით არ მომკვდარან, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026