kids.ge logo

სიკვდილი გმირისა

ფავორიტებში დამატება
ცის ქუხილივით გაისმა
სოფლად სიკვდილი გმირისა,
რომ ვერ უშველა ექიმმა,
ზის და ჩუმადა ტირისა.
ვერც მკითხავებმა უშველეს,
ვედრებამ იმათ პირისა.
მიზეზს რად ეძებთ სხვადასხვას -
დღე-წერა იყო იმისა.
“აფსუს, რა ჯონგა წაიქცა!” -
ყველა ამასა ჩივისა.

ცრემლი აწვიმა მთაზედა
ტურფამ ცისკარმა დილისა...
კუბოს ფიცრებიც ითლება
მისრიათ ქალის შვილისა.
დრო ჩამოუგდო მტრის ტყვიამ
გაუღვიძარი ძილისა.
ურჯულოს გახარდება, -
ლაშქარში ვეღარ ივლისა.

თავს რომ დატყო - ვკვდებიო,
ჯალაფთ ანიშნა ხელითა,
რომ გაეყვანათ კარზედა
აბჯარ-აბგარით მთელითა.
სულის დალევა გარეთა
წესია ძველის ძველითა.
ჯერ თავად წამოწია,
დაყვებს იდგამს სვეტადა;
სიკვდილსაც არა ჰნებდება:
კერპობა ჰქონდა წესადა.

უნდა ხმლითა სცას მტარვალსა,
თუკი მოვა ხელადა;
ჩინარია, ვის ებრძვის?
სული ამოჯდა ყელადა.
თავის მომრევი ვაჟკაცსა
არვინ ეგონა ქვეყნადა:
უკვირს, რომ ძალმა უჩინმა
დაჯაბნა მეტის-მეტადა;
მტერი სცემს, პასუხს ვერ აძლევს,
მონას რასმე ჰგავ ქლესასა.
მტრის ჯავრს არა სჭამს მხოლოდ მით,
არ გაგონებს კვნესასა.

მამა ამკაცრებს როსტია,
გული წაჰსვლია დედასა.
ურჩა შვილი მოხუცსა,
მამას არ აძლევს ნებასა:
ვერ იტანს ვაჟკაცის ფიქრი
გულზე ხელების კრეფასა.
სიკვდილო, კარგის მოკვლისთვის
ნეტა ვინ გეტყვის ქებასა?!
ბერიძის დისა ტირილი
სანთლად დაენთო ზეცასა.
ღო მთელი მთა-ბარი
ქალთამზის მოთქმა-კვნესასა.

დაიჭრა თმები გიშრისა,
თელის ჰგავ კრებასა.
ცოლის გულსაც ჰხვდა ლახვარი,
თუმც ტირილს ვერა ჰბედავსა;
ჩუმად იტირებს ბეჩავი,
როცა არავინ ჰხედავსა.
ხალხთ ჩველება დიდია:
დევსა ჰგავ, რკინის მკვნეტავსა!..
დერეფანში წევს ბერიძე,
თვალდახუჭული, მკვდარია.
მშობელი ქვეყნის დარაჯი
მოკვდა და აღარ არია.
პირნათლად მივა სულეთსა,
სადც იმის წინაპარნია,
რომ არ უმტყუვნა, ასრულა
გმირმა გმირული ვალია.
მკერდზე დაწყვეს იმისი
თოფი, ფარი და ხმალია.

თავით დაუდვეს ხანჯარი,
ხმალშევალი რვალია.
ფეხთით უდგია ლურჯაი,
ორთ უპყრავ ლაგმის ტარია;
ტოტს უცემს. ელის პატრონსა,
დაუგვიანდა მგზავრია.
დედ-მამას ანდერძს უწირავს:
``შანშეს მიცით ხმალია,
სხვის ხელში ნუმც მეგულება,
ღირსი სხვა არვინ არია.
ხანჯარი - ფუნჩაიშვილსა, -
ის კარგი მეომარია.
ფარი და ჯაჭვი - ლეგასა,
ჯერ ომში შეუვალია.
ვინაც პირველად მიუხდეს
ბახტრიონს თარაქამასა,
ვინაც კი ამოაშხამებს
თათარს ცოდვების ჭამასა,
ჩემ ცხენი იმასა ჰყვანდეს,
ხელ იმან უსვას გავასა,
ლალი არი იმაზე,
ნურც თქვენ დაწყებთ დავასა.

თოფი - ელიზბარს, ჭრილობით,
მე მგონავ, იყოს ავადა.
ვინც ჩემს იარაღს იხმარებს
ერთგულად, დაუმცდარადა,
ცოცხალიც ვამბობ, მკვდარიცა:
ღმერთმა ახმაროს ალლადა.
ყველაის შრომამც იქნება
მშობელი ქვეყნის წამლადა”.

ეს სთქვა და გაჰქრა, როგორაც
შანდალში ნამწვი სანთლისა;
ვენაცვლე იმის ბიჭობას,
ჭირიმე იმის გამდლისა!..
საგძალი მისდევს შავეთსა
აქ მოხვეჭილის მადლისა.
შაჭირვებულა სოფელი,
ძებნა სჭირდება ბადლისა:
ვაი, რომ ცუდი ბევრია,
პოვნა ძნელია კარგისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეურმის სიმღერაროგორ ძალიან დაბნელდა, მთვარეც არა ჩანს ტიალი! როდი ანათებს ბნელს ღამეს ამ ჩემის ურმის ჭრიალი! არაგვში უნ...იმედი საზიკაულიჯავრი ჰკლავს საზიკაულსა, შადედებული შხამითა, ცრემლი არ მოსდის თვალებზე, გვაეჭვიანებს ამითა... რკინის გული...ვიცანი, ღმერთო, სამყაროვიცანი, ღმერთო, სამყარო, - ეს შენი დანაბადები, - იმისი ავლა-დიდება და შიგ საგძალი ნადები; მბოჭავს, არ მათ...მერცხლის სიმღერადავჩეკე წვრილი ბარტყები, დამეზრდებიან მალეო; იფრენენ, იჭიკჭიკებენ ლაღად დღესა თუ ხვალეო. კატავ, შე ამოსაგ...გიგიბრალია გიგის სიკვდილი, ფშაველნ ნუმც გაიგონებენ; შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ. გულზე ეკალი დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026