kids.ge logo

მეურმის სიმღერა

(ვუძღვნი ალ. კავსაძეს)

ფავორიტებში დამატება
როგორ ძალიან დაბნელდა,
მთვარეც არა ჩანს ტილი!
როდი ანათებს ბნელს ღამეს
ამ ჩემის ურმის ჭრილი!

რაგვში უნდა გავიდე,
ბობოქრობს, მოაქვს ლოდები!
დევებულა და, რა ვქნა,
ხამი მიბია მოზვრები.

წმინდავ გიორგი! მიშველე,
ნურას შემამთხვევ ავსაო;
წვრილი მებრალვის ცოლ-შვილი,
თორემ არ ვზოგავ თავსაო.

ნუ ატირებ დედა-ჩემს.
რამაანთ ქალსაო,
ხშირს თმას ნუ მოაჭრევინებ
ქალთამზეს, ჩემსა დასაო.
თავს დამინებებს ბალღებსა
ცოლი, გაჰყვება სხვასაო.

მოგივალ ღამის სათევლად,
სანთელს აგინთებ სამსაო.
ცისკარმაც ამოშუქა,
კელაპტრად ეკვრის ცასაო.

თენდება, აღარა ბნელა,
კარგა გაიგნებთ გზასაო.

გაწით, თქვენი ჭირიმე,
ჩემო შვინდავ და გიშელა,
გავედით სამშვიდობოსა,
ეგ არი, ღმერთმა გვიშველა!

გაწით, ჩემო ხარებო,
თქვენ გენაცვალეთ ქედშია!
არც ერთს არ გაგცვლით სხვაზედა,
თუნდ ორი მომცენ ერთშია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერთხელც იქნება, მოვკვდებიერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, _ გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გუ...რამ გაგაჩინა, ქალაორამ გაგაჩინა, ქალაო, ლერწმად აჭრილო წელშია? ნეტავი, ხელით შემახო, შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია! რომ დავიხო...სიცოცხლემ შხამი მასმიასიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე: შავსვი და არც მოვერიდე, თუმც მის სიმწარე გავიგე. ვიცოდი,...ის კი არ არის ბიჭობაის კი არ არის ბიჭობა, რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავადა ჰვარგობდე. არც ის მ...რამ შემქმნა ადამიანადრამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა, მიწაზე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026