kids.ge logo

საქართველოო ლამაზო

ფავორიტებში დამატება
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?"
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა - არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?"
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში - ტყე დანაბინდები,
ტყეში - ქორბუდა ირმები...
ბარად შრილებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?"
ლურჯი ბალახი მხარამდი,
წყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე - მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?"
როს ვარსკვლავები ხმარით
ინთებიან ცათანი,
კლდეს მოწყდება ზღვარი
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?"
აქ დაბადა „სულიკო",
მზისკენ გაფრინდა „მერანი"...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაბადა „სულიკო",
მზისკენ გაფრინდა „მერანი"...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრილებს მოლისებრ
ყანაი გაყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჟუჟუნა წვიმა მოვიდაჯეჯილში ჩაიშრიალა თვალგახელილმა ყანამა, მთით მობერილმა ნიავმა, ნარგიზის იავნანამა... ერთი პაწია ჩიორა მუხ...იყალთოშიაქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე გულთამკოდავი, მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს ჭრელი კოდალა... მზე კაშკაშებს დ...მე გადმოვკიდემე გადმოვკიდე ჩემი ალამი... მაგრამ... საითღა, საით დაგიდგამს შენი კარავი? ისევ მზაკვრულად ბრწყინავს მუშთა...შემოდიოდა ჩვენში კალანდადა მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს, სერებს თოვლიანს.... ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია.... იდგა ბერმ...ყაყაჩოსა სიწითლითაფრთაგაშლილი ფრთები არი, სხივგაშლილი სერებია... არ ჩურჩულებს ლელიანი, - გული შეუჯერებია... აქ კორდია მობიბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026