kids.ge logo

დამისხი, დამალევინე

ფავორიტებში დამატება
ჭაბუკობაში ვყვიროდი.
როცა მოვცადე სოფელი,
ჩემს უსირცხვობას ვკვირობდი.
ნუ მისხამ, აღარ მესმევა
კახურის ვაზის ნაჟური!
გულს მიწყალავს, გონებას მირევს
განაგონარი, ნახული.
რაფრად არა ვვარგნილვარ
მშობელი ქვეყნის მსახური.
არმად არ უნდა შამერგოს
დედის რძის მსგავსი კახური?
რამი არი ეგ ღვინოც
ჩემზე, ეს ქუდიც ნახური.
ნუ მასმევ, აღარ მესმევა,
ყელში არ ჩადის, გუბდება.
აღმა წამღები ოცნება
უბსკრულისაკე ბრუნდება.
კაცო, გაგე, ირწმუნე,
გულის ძარღვების ტკრცილი!
რაკი არ იშლი, ამივსე
შხამ-ნაღველითა ფილი.
მას შევირგებ, ღირსიც ვარ
ღირსი, ოხერ-ტიალი!
პურიც წაღეთ, არ მინდა,
რამი არი ჩემზედა:
ვერა ვუშველე მიწასა,
ნეულს, მოსულს ქერზედა,
ჯეილმა ახლა რას ვუშველ?
თმა გამითეთრდა ყბებზედა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფშავლის სიმღერამკვდარი ნუვისსა გგონივართ, გრძნობა-მიხდილი ლეშია, კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია. რად-რა და...ამირანიადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმ...ნატვრაკლდე უნდა იყო, სალი კლდე - მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, - რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს ქარჩით მოხუცი ხნიერი. რ...იმედი საზიკაულიჯავრი ჰკლავს საზიკაულსა, შადედებული შხამითა, ცრემლი არ მოსდის თვალებზე, გვაეჭვიანებს ამითა... რკინის გული...მოლოდინიმცირე რამ ნისლის ნაწყვეტი მთას ეკრა ბუმბულივითა, ჰშვენოდა ფიქრებში გართვა, მინდორზედ სუმბულივითა. მთის წვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026