kids.ge logo

ბედისწერის ცხენი

ფავორიტებში დამატება
თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
მაგრად არის ჩარჭობილი პალო,
ზოგჯერ წყენით, ზოგჯერ აღმაფრენით
სადღაც მივალთ, რაღაცაზე ვწვალობთ.
თოკს ვერ გაწყვეტს ბედისწერის ცხენი,
პალოს მაღლა არ გაუშვებს მიწა,
ვერა ვხვდებით, რაგინდ ბევრი შევძლოთ,
ვერასოდეს ვერ მივაღწევთ მიზანს.
თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
ტრილებს და გვატრილებს ჩვენც,
ცა არ მოჩანს მაღლა ასაფრენი,
თოკი იჭერს ბედისწერის ცხენს.
ბედისწერა ხარხარებს და ხარობს,
კარგად იცის, ვინა ვართ და რა ვართ,
ერთხელ უნდა მიწა ამოთხარონ,
თოკის ბოლო სამარისკენ გვწევს.
და ერთხელაც, გალევა თოკი,
ბედის ცხენით გაფრინდება სული,
გასრულდება დღენი ჩვენი ყოფის
და დადგება მარტობა სრული.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერთ რამესა გთხოვთ, ყორნებო!თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო, ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ: როგორც არ უნდა გშიოდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ...სიცოცხლის სიმღერაგული სიკეთით მოვქარგე, სული მაქვს ვარდთა მთოველი, სიყვარულს მეპირებიან გრძნობები დაუცხრომელი. მიხარის თქვ...გაზაფხულზე, რომ გათბება მიწაგაზაფხულზე, რომ გათბება მიწა, რომ ამოვა ენძელა და ია, საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ, ლექსს დაგიწერ ც...ნუ გეშინიანუ შეგაშინებს დრო-ჟამი ჩემი სამშობლოს მიწავ, ნურც ჩვენი დაბეჩავება, მშობელს რო ვეღარ გიცავთ; იმედი გქონდე...ამ მიწის ბედი ჩემი ბედიაამ მიწის ბედი ჩემი ბედია, მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს, მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან, რაც მაწუხებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026