kids.ge logo

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია

ფავორიტებში დამატება
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,
მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,
რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,
საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი.
დავალაჯუნებ დედამიწაზე,
ბრუნავს მიწა და მეც მატრილებს,
სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,
წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზინეთს.
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერთ რამესა გთხოვთ, ყორნებო!თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო, ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ: როგორც არ უნდა გშიოდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ...აპეურებიდღისა და ღამის გასაყართან მაბრუნებს ბედი და ქედზე მძიმე უღელი მადგას. წაჭერილი მაქვს აპეურები: თეთრი და შ...სიცოცხლის სიმღერაგული სიკეთით მოვქარგე, სული მაქვს ვარდთა მთოველი, სიყვარულს მეპირებიან გრძნობები დაუცხრომელი. მიხარის თქვ...ალბათ ხარობდა დედაი!სადღაც აქვეა სიკვდილი, როგორ ახლოა მიწა, არყოფნის გემებს მივკივი არარაობის ზღვიდან; ალბათ ხარობდა დედაი, ...ბედისწერის ცხენითოკს აბია ბედისწერის ცხენი, მაგრად არის ჩარჭობილი პალო, ზოგჯერ წყენით, ზოგჯერ აღმაფრენით სადღაც მივალთ, რ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026