kids.ge logo

უმანკოება

ფავორიტებში დამატება
ვიხილე ვარდი მწყრალობდა, ცრემლითა გულ მქუხარობდა,
ა თავ დახრილ მკრთალობდა, შროშანი ფერით მქრქალობდა,
სოსანი თრთვილით მზრალობდა, და სარო განიბძაროდა,
მანკობა მათ-შორის მოწყენელად ხარობდა.

გი მთვარობდა, ბადრობდა, კრთოლვიდა, ნათლად დარობდა,
ბროლის ველობდა, მზეობდა; მწველობდა, მოელვარობდა,
ანდამატობდა, მხნეობდა: მიმზიდველობდა, ზნეობდა,
გალობდა-იადონობდა, ხმატკბილად მხმობარეობდა.

ვით მარგალიტი სადაფით, აღმოკრთოლვიდა საგებლით;
სმირინოზულად ღიმილით, განიშლებოდა დილდილით;
დასცქრიალებდა სიცილით, დაკამკამებდა სირბილით.
გვაქვნდეს სიცოცხლე ქადილით, ზეცის არსების ნაწილით!

ზეცას არს მისი სავანე: მზისა ნათელს დავაგვანე!
ღვთისა მადლსა დასდევს თანა, ქვეყნად კრთოლვით მონავანე;
მტრედობს, კრაობს, ანგელოზობს, ვით ყმა კვალად სააკვანე;
ყრმა მწყაზარი მარადისი, ვერ ჰსცვლის დროცა მამხცოვანე.

წრფელსა გულსა ესტუმრების, ეთვისების შუქი წრფელი:
ვარდ ზამბახით ბროლ-ლალს ფრქვეულს, მრავალ ფერად ჰკრთის ნათელი.
აგნებენ მას ვერც მაცთურნი, ვერც სოფელი, ვერცა ბნელი;
მხნედ ვვალს უზაკველს ქვეყანას, წმიდათ მქცევი, მაღლად მზმელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დიდი პარასკებიურიათ ვის აღუმართეს ჯვარად ძელი!!!... დღეს დადუმდა ღმერთ-კაცი ღვთად მეტყველი!... განსკდნენ კლდენი!... გან...ვარდიერთსა კუთხეს, წალკოტს, ტურფა ნერგი, კორტზედ დანერგული, ნაკადულის წინა შტონი, ერთად ბუჩქად აღმოსული, გაზაფ...ჩემი ლოცვაღმერთო ჩემო! სვენსა ჩემსა ნუ აღელვებ ჩემდა მკვლელად; ნუ აღმიღებ დასაცემად, სრბად ნუ მსდევნი საკიცხველად; ...პირველი მაისიჩემო პირველო მაისო, გულს ვარდმან სხივი დაისო! ესდენ ელვენ მაისს დღენი, ჰგავს, ბრწყინვიდნენ ბევრნი მზენი. ...ლოცვა ტრფიალისაღმერთო, გეაჯ ფერნამკრთალი, გამიქრე სურვილის ალი; რადგან ამ ცეცხლს ვხედავ წმიდად, წვად არს ჩემდა ნაპერწკალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026