kids.ge logo

დიდი პარასკები

ფავორიტებში დამატება
რიათ ვის აღუმართეს ჯვარად ძელი!!!...
დღეს დადუმდა ღმერთ-კაცი ღვთად მეტყველი!...
განსკდნენ კლდენი!... განიპო კრეტსაბმელი!...
აღდგნენ მკვდარნი!... უგლოვს თვით მზეცა ბნელი!..

ღმერთმან თავი მოხარი სიკვდილად:
განშორდა, ხორცს მიწურა ღრმად ძილად;
ჯოჯოხეთად შთახდა უკუნს-უფსკრულად
დღეს ვსტირთ მისნი, ვიგლოვთ მოსავნი სრულად...

შეველ მტილსა მგლოვარებით დამშვრალი
სად სიმწყაზრე ვნახე, დაზრულ-გამქრალი;
მზის ნაცვლად მთვარე იდგა დამცხრალი.
დავფიქრდი. მუნ, სევდამ მპოვა გამშრალი...

რიჟრაჟს, ვსჭვრეტდი, განვიცადე ნეტარა?
ველს მასი კვლავ მანტიად ეფარა;
მას კვლავ ტურფა ედემი დაემყატა,
ვცრემლეობდი სიხარულით აღმხმელი!...

სარნი წყვლად განაბნივა მძინარემ;
განიღვიძა განგვანათლა მღიმარემ;
აღსდგა მკვდრეთით, იგრძნა ყოველმა არემ,
ჯოჯოხეთის და სიკვდილის მძლეველი!
რიათ ვის აღუმართეს ჯვრადძელი!!...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოცვა ტრფიალისაღმერთო, გეაჯ ფერნამკრთალი, გამიქრე სურვილის ალი; რადგან ამ ცეცხლს ვხედავ წმიდად, წვად არს ჩემდა ნაპერწკალ...პირველი მაისიჩემო პირველო მაისო, გულს ვარდმან სხივი დაისო! ესდენ ელვენ მაისს დღენი, ჰგავს, ბრწყინვიდნენ ბევრნი მზენი. ...უმანკოებავიხილე ვარდი მწყრალობდა, ცრემლითა გულ მქუხარობდა, ია თავ დახრილ მკრთალობდა, შროშანი ფერით მქრქალობდა, სოს...ჩემი ლოცვაღმერთო ჩემო! სვენსა ჩემსა ნუ აღელვებ ჩემდა მკვლელად; ნუ აღმიღებ დასაცემად, სრბად ნუ მსდევნი საკიცხველად; ...ალერსიმზეო მივი, მფინე სხივი, დილით ძილით აღდგომილსა; აგრეაგრე მომეფრქვივი; ვიშ მაგ ტურფას შენს ღიმილსა! თვალით...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026