kids.ge logo

პირველი მაისი

ფავორიტებში დამატება

ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო!
ესდენ ელვენ მაისს დღენი,
ჰგავს, ბრწყინვიდნენ ბევრნი მზენი.
მოჰქროლავს ყვავილთა სუნი,
ჰავა ფშვივის სამასო,
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო.
ველნი მცენარით ჭრელობენ;
ავრორის ცრემლით სველობენ,
მასი ჰხურავს მანტიად,
ჰშვენისთ ძვირფასად ცმა ისო.
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო.
ვარდი ჰგრძნობს მზისა ღიმილსა,
ხარის, წმასნის წინწილსა,
ჰკრთოლავს ძოწისფრად მზის შუქი,
აწ ახლად, შემდგომ, გაისო.
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო.
გესმით, თქვენ, ვარდის ჩურჩული,
ბროლ-ლალისფერი უსულო?
მწვანეს ფოთლების შრილით
მას ხმობს ტურფად ხმა ისო:
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო.
ჩემი ტრფილი, ცილი,
ლით აღვსილი ფილი,
გულსა დამეგზნას, არ მგამა,
სხვა არა, მკლავდეს, მა, ისო.
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო.
დილით ძილით განღვიძებულს
ვსჭვრეტ, ცრემლით თვალს დასველებულს,
მზე სხივთ წარმოხოცთ, ზრუნველობს,
ტრფილის ზრუვად კმა ისო.
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო.
მაისს ვსთხოვ ჩემთვის სამოთხეს,
აღმიცენებდეს სამოთხეს,
ვიშვებდე მკრთოლვარს სავანეს,
კარვობდეს სუმბულ თმა ისო.
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო.
განვრიდეს ნათელს აროდეს,
თუნდ შუქის ღელვა მძლავრობდეს.
ვეთინათინო ცისკარსა,
აღვაგზნო გული დასო,
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვარდიერთსა კუთხეს, წალკოტს, ტურფა ნერგი, კორტზედ დანერგული, ნაკადულის წინა შტონი, ერთად ბუჩქად აღმოსული, გაზაფ...ქართლოსძველად 1853-სა, 4-5, და 1856-სა წელთა. ღვაწლით მოსილს ქართლოსსა, მარსის ველს დაბერებულს, შემდგომ ჟამთა, მ...ჩემი ლოცვაღმერთო ჩემო! სვენსა ჩემსა ნუ აღელვებ ჩემდა მკვლელად; ნუ აღმიღებ დასაცემად, სრბად ნუ მსდევნი საკიცხველად; ...ლოცვა ტრფიალისაღმერთო, გეაჯ ფერნამკრთალი, გამიქრე სურვილის ალი; რადგან ამ ცეცხლს ვხედავ წმიდად, წვად არს ჩემდა ნაპერწკალ...უმანკოებავიხილე ვარდი მწყრალობდა, ცრემლითა გულ მქუხარობდა, ია თავ დახრილ მკრთალობდა, შროშანი ფერით მქრქალობდა, სოს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026