kids.ge logo

ბარდნალა

ფავორიტებში დამატება
რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებინი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი,
ჩემი ხორგო და მარანი,
ჩემი ცეცხლი და ღადარი,
სახლის წინ ნაგრიგალარი,
გაფითრებული ჭადარი,
ჩემი კავი და სახნისი,
ჩემი თონე და ბეღელი
და დედა, დიასახლისი,
ჯანღონე გატეხელი,
ჩემი პაწია ქოთანი,
დუღილით ნაქოთქოთარი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
ვარდებინი ბარდნარი
და გუმარეშის ყანები!
თოხი პირგამოპირული,
გაციბული ბინული...
გახსოვს, ტყები? ირიბად
ხეზე დაკრული თარჯები…
ვერ დავიწყებ, ვინც გიყვარს,
შეყვარებული დარჩები …
გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,
თევზაბა და აპრილი?
გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით,
და ძლივს რომ მივაბიჯებდით,
სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით
მისგან დამთვრალი ბიჭები?
გახსოვს, ღვინიან შემოდეგს
ვანზე რომ შემოვდექ?
გახსოვს, აფთარი ზამთარი,
ან გაზაფხული - პირიქით?
გახსოვს, ამტყდარი ავდარი
და სარეწკელას ბილიკი?
გახსოვს, სოფელი ლარჩვალი
და მეწისქვილე დამხრჩვალი?
გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი
და ვარდიგორას ხანძარი
და დიდი გუჯუ ბატონი
თავისი ქამარ-ხანჯალით?
ხან ისე იყო, ხან ასე,
გახსოვს, ცაგერის ჭალაზე?
ეჰ, რა იქნება ხელახლა
დაწყებოდეს თავიდან,
რაც დროის დენამ შელახა,
რაც დროსთან ერთად წავიდა!
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
შენ, მამაჩემო, რად დარდობ,
რამ დაგისველა თვალები?
ან შენ სადა ხარ, დედილო,
რომ ლექსი გამაბედვინო?!
რად არ ჭიხვინებს ვება
ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი?
ჰეი, ბავშვობის დღებო,
დაბრუნდებოდეთ ნეტავი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებინი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი სამშობლოტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი, ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, ტკბილია...კრწანისის ყაყაჩოებიჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიან...შემოდგომაშემოდგომა მოვიდა წითელ-ყვითელ ფერებით, მოსავალით აივსო კოლექტივის ველები. დაიტვირთნენ ვაზები, დაიშაქრნენ ...საქართველოშისაქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და...ცხრა ძმა ხერხეულიძეეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! საით წავიდნენ ვაჟები...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026