kids.ge logo

ალექსანდრე ჭავჭავაძე

ფავორიტებში დამატება
Его стихов пленительная сладостъ
Пройдет веков завистливую далъ.
პუშკინი.

მისი ლექსი შვებით, ლხენით
ხან მეჯლისში მოჰფრინდება,
გულს ჩაგეკვრის, ჰლაღობს, ჰხარობს,
გამღერებს და ამღერდება;
ხან ღონდება ნაზ ქალსავით
მედო სიყვარულით,
ხან იფეთქებს ჭაბუკსავით
და განდევნის სევდას გულით;
ხან ბუჩქებში მიმალული
ჰზის მარტო, ვით იდონი,
შეჰყეფს სატრფოს გულსაკვდავად,
ტრფობის ისრით განაწონი;
ხან ჰრბის ველად, მარტო ჰგალობს
დაბნოში, ვითა მწირი,
შეჰკვნესს შავ-ბედს ქვეყნისასა,
ქვეყნისათვის ანატირი;
ხან დაჰყურებს ნაღვლინად,
დაფიქრებით გოგჩის ტბასა
და ემდურის მწვავის მოთქმით
დაუდგრომელ დროთ ბრუნვასა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სანთელივზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა, რომელიც წეღან უხვად ნათელსა ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა და თვალ-წი...მუშა«В труде проходит жизнь его И не приносит ничего». I გოლვიან დღესა ტფილისშია შუა ბაზრისკენ მე ჩამივლია......გ.აბ ხ...ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი, ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე, აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი, ტანჯვის ნუ...მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხითმაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით, როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე, და ქალწულების კრთომით, მორცხვობით მ...ყვარლის მთებსსამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა: თქვენ ჩემთან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026