kids.ge logo

მწუხარება

ფავორიტებში დამატება
ქვეყანაზედ და ზეცაზედა იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა...
და მე კი მკლავდა მწუხარების წყლულთა ტკივილი,
შიგ გულში მედვა სასიკვდილო გესლი სევდისა.
სული მიგუბდა, გული მტეხდა ტკივილით, ტანჯვით,
თითქოს ჩემს გვამსა ზედ-გადესხა ნავთი მდუღარე,
ძარღვნი სკდებოდნენ საშინელის წვითა და დაგვით,
ტვინი მეწოდა, გესლი მწვეთდა თვალთაგან მწარე.
სე უწყალოდ განწირული და დაშთომილი
ვეგდე მარტოკა უცხო ცის ქვეშ დიდ კლდისა პირსა,
ქვეყანაზედ და ზეცაზედ კი იყო დუმილი,
მოლხენით იყვნენ უდარდელნი მთიებნი ცისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაკარგული ედემივის უნახავს ის ედემი შლილი, სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი, როგორც ტკბილია გამოღვიძება; სადაც ბუნების თავის...ბაზალეთის ტბაბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო, წყლის ქვეშე, უცხო წალკოტი ჰყვავისო. მწვანეა მუდ...ქართვლის დედასაწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა. ლეიბნიცი. ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულს...ხმა გულისაჩუმ მაღნარშია წამოწოლილი ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი, და საიდღამაც ნაზი ბულბული სტვენდა სიყვარულს გა...ალაზანსსიჭაბუკისა ყვავილი დამიჭკნო ჟამთა დენამა, ნდომა მომაკლო, დამიგდო სასაპყროდ გული რბენამა. საბა ორბელიანი. ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026