kids.ge logo

მტკვრის პირას

ლ. მაღალაშვილს

ფავორიტებში დამატება
კვლავ ჩემ-წინ მტკვარი მორბის ქუხილით,
ამ ქუხილში ვცნობ მშობლიურ გრგვინვას,
კვლავ ჩემი გული იმავ წუხილით
შეჰკვნესს მღვრიე ზვირთთ მღერითა დენას.
კვლავ განიღვიძეს ჩვეულთა ფიქრთა
და აღმეშალა დიდის ხნის წყლული...
შევკვნეს, შევსტირი მე ამა ზვირთთა,
თითქო მათ შთანთქეს ჩვენი წარსული.
წაგშლიან კვალნი, დროო ნეტარო!
მტვრად აღუგვიხარ საკუნესა...
მისმინე აჯა, მისმინე, მტკვარო,
იმ დროთ გარდაეც ეს ჩემი კვნესა

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ღამეროცა ყაყანი ქვეყანისა სრულად მისწყდება და აღარ ისმის ბოროტების ხმა მოსაწყენი, როს მძინარ სოფელს კამარა ცი...კ. ბ. მ - სასნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩვენგანს ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას, რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის სულის ს...ქართვლის დედასაწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა. ლეიბნიცი. ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულს...ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში? რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ, ჩვენ წმინდა სი...დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიანდაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან, მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026