kids.ge logo

კ. ბ. მ - სას

ფავორიტებში დამატება
ნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩვენგანს
ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას,
რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის
სულის სიმდაბლეს, შხამსა მტრობისას...
მე კაცთ სიკეთის მხურვალე რწმენა
ჭირში თუ ლხინში წინ მიმიძღოდა...
გული, თრობილი მის წმინდა მადლით,
ჭკუის ცივს თათბირს ეურჩებოდა.
ნუ მეუბნები, რომ იგი იყო
გუნურება და ცდომილება, —
ღონდ კვლავ მომე: ის ცდომა მიჯობს,
ვიდრე უცდომი გამოცდილება!
დავკარგე იგი!.. აწ მის დამკარგავს
მადლ, უნუგეშ მივის-ღა გული...
მისოდ გული ცივია, ბნელი,
ვითა სადგური გაუქმებული.
ნეტა მას, ვისაც იმ რწმენის შუქი
ერთხელ მაინცა გულსა ჰფენია!
უფრო ნეტა მას, ვისც სამარემდე
გულით რწმენილი გულსვე შთენია!
ნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველ ჩვენგანს
ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას,
რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის
სულის სიმდაბლეს, შხამსა მტრობისას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლოცვამამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა! მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა: არცა სიმდიდრის, არც დიდებ...1871 წელი 23 მაისიტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი დიდი დროშა დაიშალა... კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ იგი დროშა დასცა დაბლა....გ.აბ ხ...ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი, ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე, აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი, ტანჯვის ნუ...გაზაფხულიტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავ...ალექსანდრე ჭავჭავაძეЕго стихов пленительная сладостъ Пройдет веков завистливую далъ. პუშკინი. მისი ლექსი შვებით, ლხენით ხან მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026