kids.ge logo

ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?

ფავორიტებში დამატება
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

ჩემზედ ამბობენ: „ის სივეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
ამ სიძულვილში რადენიც სიყვარულია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქართვლის დედასაწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა. ლეიბნიცი. ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულს...დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიანდაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან, მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღას...მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარულიმას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული, ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება! შენს ძარღვის ცემას მე ყ...ღამეროცა ყაყანი ქვეყანისა სრულად მისწყდება და აღარ ისმის ბოროტების ხმა მოსაწყენი, როს მძინარ სოფელს კამარა ცი...ნიკოლოზ ბარათაშვილზედცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026