kids.ge logo

ნიკოლოზ ბარათაშვილზედ

ფავორიტებში დამატება
ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის
ეს განწირული სულისკვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი,
მერანო ჩემო, მაინც დარჩება.

ნ. ბარათაშვილი.

ვაი, დაგკარგეთ!.. უღმრთო იყო შენი სიკვდილი!
ვის უწყს, რავდენი საუნჯენი დავმარხეთ ჩვენა,
გე ზღვა გული, სიყვარულის სხივ-ქვეშ გაშლილი,
რადენ გრძნობით, ჯერ უთქმელით, ჩვენ ჩაგვესვენა?
ვინ იცის, თანა რადენი წარიღე ფიქრნი?
მათ მნიშვნელობა დაგვეკარგა ჩვენ საკუნოდ...
რადენ იმედთ და ნუგეშთა კოკრად ყვავილნი
ჩასჭკნენ შენს გულში განუშლელად ეგრე უდროოდ?
რა დედ-მამა, — მაგ სიკვდილით დაობლდა ერი!..
ვინღა მოგვითხრას ჩვენი ურვა, ჭირი და ლხენა?
ვაი ჩვენ, თვარემ შენ მით მაინც ხარ ბედნიერი,
რომ შენი ლექსი თვით მკვდრეთითაც აღგადგენს შენა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მესმის, მესმის სანატრელიმესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობის...ქართვლის დედასაწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა. ლეიბნიცი. ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულს...ყვარლის მთებსსამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა, მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა: თქვენ ჩემთან...ელეგიამკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში...მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარულიმას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული, ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება! შენს ძარღვის ცემას მე ყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026