kids.ge logo

ალილო

(ტრადიციული ინგლისური ალილო გადმოაქართულა მაია კარსელმა)

ფავორიტებში დამატება

შობა გათენებულაო!
მოვიმღერით ალილოს!
სულ წაგეღოს ყველა დარდი,
ძველო წელო, ჩავლილო!

დაგებედოთ სიყვარული
გზა კეთილი სავალი!
ღმერთმა მოგცეთ სიხარული,
ქრისტეშობა მრავალი !

განა ვართ მაწანწალები,
კარდაკარ რომ დადიან?
თქვენი უბნის ბავშვები ვართ,
მეგობრები, ცხადია.

შინ ბუხართან როცა თბებით
გემრილად სადილობთ,
გამოგვხედეთ, სიცივეში
გავიძახით ალილოს!

ლათასა ბალათასა!
ხელი ჩავყავ კალათას,
გაგვიშალეთ კარგი სუფრა,
ღმერთი მოგცემთ ბარაქას!

ღვთის წყალობა არ მოგაკლოთ
სახლის პატრონს, პატარებს,
უხვი თუ ხარ, ზეცირი
ბედნირად გატარებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026