kids.ge logo

გიოს ცხენები

ფავორიტებში დამატება
აჭრიალდა საქანელა
და დაიძრნენ ცხენები,
ჩაჭიდა გიო ფაფარს,
გადალახა ველები,
მოტოვა თავთუხები,
ტყე, ჭალა და მდინარე,
ფიქრობს გიო,
სადაცაა ცასაც გადავევლები.
ღრუბლის ქულას ჩამოვიტან
და ვაჩუქებ დედიკოს,
მზეს იღლიით წამოვუღებ
დელფინიკო ეპიკოს.
აჭრიალდა საქანელა
და გაჩერდნენ ცხენები,
უბზინვარებს წამწამებზე
გიოს დიდი ცრემლები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნინია და ფინიაგაუმართლა მურიკელას, ჩვენ კუდგეძელა ფინიას, გარეთ თოვლში სასეირნოდ გაიყვანა ნინიამ. მერე ერთად იხტუნავეს,...ყოყლოჩინა ბატუკატყაპა–ტყუპით გაიარა, მთელი ეზო ბატუკამ, დამიხედეთ, რა დღეშია, ან ასე რამ გატუკნა. უყრის სიმინდს ბებო ნატა...ნუციკო სოფელშიდღეს სოფელში მიყავს ბებოს, პაწაწინა ნუციკო, დაახვედრებს თბილ ბუხართან ფისუნია ცუციკოს. სოფელს თეთრი თოვლი...ბეკეკო და ეკუნადღეს ეკაკოს ბეკეკუნა, მოუყვანა პაპიკომ, მწვანე ბალახს მოვუტანო, რომ როგორმე გავტიკნო, ფიქრობს ეკა პაწაწინ...მსუნაგი დათუნიაამ პატარა დათუნიამ მიიტანა თათი დრუნჩთან, გაღვიძებულს უთენია თაფლით სავსე ლოყა უჩანს. ვერ ტიკტიკებს, ვერც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026